წინა სტატია ქალაქ თელავში, დასვენების პარკ "ნადიკვარში” ამფითეატრს რეაბილიტაცია იგეგმება. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოებისთვის 390 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, "ნადიკვარზე” სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაც იგეგმება. "ამფითეატრის რეაბილიტაციი გარდა, 2019 წლის ზაფხულის სეზონს თელავის კულტურისა და დასვენების პარკი „ნადიკვარი“ განახლებული სცენით შეხვდება. დაგეგმილია სტიქიის მიერ დაზიანებული სცენის სრული რეაბილიტაცია,...
სკოლამდელი განათლების დაფინანსებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან 4 695 000 ლარი გამოიყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცლებს.თელავის მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტს ბაგა-ბაღებში აღმზრდელების გადამზადების საკითხი და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰიგიენური პირობების მკაცრად დაცვა წარმოადგენს. "სასწავლო-სააღზრდელო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფრასტრუქტურას.  პროგრამის "მერების შეთანხმების“ ფარგლებში განსახორციელებელი (ქ. თელავის №1 ბაგა-ბაღის და სოფ. იყალთოს...
ტელეკომპანია "გურია" ოზურგეთში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს. შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. https://www.youtube.com/watch?v=fhaqjoan6ng&feature=youtu.be
ახალციხის მუნიციპალიტეტში ურაველი-აგარის სამონასტრო კონპლექსთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 1,4 მილიონზე მეტი გამოიყო. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, დაახლოებით, 5 კილომეტრია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდრში შპს "მშენებლელი 2012-მა" გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გზის მონაკვეთი ოთხი კილომეტრი და 800 მეტრია. სამუშაოები 2019 წლის 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს. როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მხოლოდ გზის საფარი დაიგება – "ამ ეტაპზე, გზაზე მცირე სამუშოებია...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გამართა. ღონისძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან მაისურაძემ გახსნეს. მერაბ კარანაძემ USAID-სა და IFES-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა...
აჭარის მთავრობა წინა მთავრობის დროს წამოწყებულ ინიციატივას მინიმუმ ერთი წლით აჩერებს. უფრო  კონკრეტულად კი, ამ ეტაპზე, არ იგეგმება სამინისტროების და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებისთვის, ერთიანი შენობის აშენება. ცნობისთვის, ამ შენობის აგება, ახლახან მომზადებული პროექტის მიხედვით 28 მილიონი ლარი ჯდება. მხოლოდ პროექტი კი რეგიონის ბიუჯეტს უკვე  ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. შუშის, მაღლივი ადმინისტრაციული ობიექტის მშენებლობას თორნიკე...
სტატიის გაგრძელება 2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას. საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე...
ხულოში პეტიცია მზადდება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მუნიციპალიტეტისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ - ხულო, თუ დიდაჭარა? ამაზე ადგილობრივებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ერთიანი არაა არც საკრებულო, თუმცა დეპუტატები პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ, ინიციატორი გოჩა ირემაძე ისტორიულ ჩანაწერებს იშველიებს და ამბობს, რომ ეს ახალი სახელის დარქმევა კი არა, არამედ ძველის დაბრუნება იქნება. https://youtu.be/QZ_bgg7Ri5w
ფუჭად დახარჯული 40 ათასი ლარი ქედაში - სოფელ ქოსოფელში, მუნიციპალიტეტის ტენდერის მიხედვით, კომპანიამ გზა გაიყვანა, თუმცა  კლდოვანი ქანების აღმოჩენის შემდეგ პროცესი შეწყვიტა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მერიაში ამბობენ, რომ შეცდომა თავის დროზე საპროექტო კომპანიამ დაუშვა, რომელმაც ქანები არ გაითვალისწინა. ახლა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვერც თანხას იბრუნებს და ვერც ნახევრად გაყვანილ გზას გამოიყენებს. მერიამ წელს ამ სოფლისთვის ხიდის მშენებლობა გადაწყვიტა და ბიუჯეტში ნახევარ...
თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრი არ აქვს. პრობლემა, რომელიც ბათუმში დღემდე მოუგვარებელია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. გამოუყოფს თუ არა ტერიტორიას  ბათუმის მერია არასამთავრობო ორგანიზაციას ობიექტის მშენებლობისთვის? იცის რომ, ქუჩაში მყოფ ოთხფეხა მეგობრებს განსაკუთრებით ზამთრის  გადატანა უჭირთ, ამიტომ მათ ყოველდღიურად  კვებავს. გულო ფუტკარაძე მიუსაფარ ცხოველებს  გარეუბნებშიც აპურებს. ქალაქში  დღის განმავლობაში სიცივისა და შიმშილისგან დაავადებული ასობით ძაღლი ხვდება. გულო ფუტკარაძე მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის აშენების...
საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც "მწვანე კონცხზე"  28 სართულიან სასტუმროს კომპლექსი უნდა აშენდეს უკანონოდ მიიჩნია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე შპს "ელიტ კონსტრაქშენ გრუპის" საკუთრებაში  20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობისთვის  განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს საკურორტო-სარეკრეაციოზონის სტატუსი გაუუქმდა და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი ხიდების მშენებლობას იწყებს. უწყებამ 17,5 მლნ ლარის  9 ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიები ახალი სახიდე გადასასვლელების პროექტირება-მშენებლობას მოახდენენ. ინფორმაციას GBC ავრცელებს. ყველაზე მეტი თანხა  6.5 მლნ მდ. ენგურზე და ასევე მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზეა გამოყოფილი (5.2 მლნ ) ტენდერები გამოცხადებულია: ადიგენი - უდე - არალის ს/გზის კმ 1 მდ. ქვაბლიანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითი საავტომობილო გზის კმ16+720 მდ....
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. "ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს. იმედს გამოვთქვამ, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს. სახალხო დამცველი...
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, ამ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი მიმართულებით: მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე; ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება - ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეთის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. გერგეთის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების ქუჩით ისარგებლებენ; გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები...
აჭარის ტელევიზია ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა ბათუმიდან დაიწყო. მხარეებმა ისაუბრეს თვითმმართველობების უფლებებზე, ფინანსური რესურსების გაძლიერებასა და გამჭირვალობაზე. აღმოჩნდა, რომ სტრატეგიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ექსპერტებსა და მერებს. სპეციალისტები მოითხოვენ, მუნიციპალიტეტების საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩეს, ხოლო მუნიციპალიტეტებში არსებული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწები თვითმმართველობებს გადაეცეთ. ექსპერტები, ასევე, ითხოვენ, რომ აღდგეს გათანაბრებითი ტრანსფერი და განისაზღვროს ტრანსფერის ფონდი, რომლის ქვემოთაც მუნიციპალიტეტები თანხებს არ მიიღებენ. https://www.youtube.com/watch?v=3_m35xYhM9A&feature=youtu.be
TV 25 რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს და აჭარის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომლის პროექტის გაცნობაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში დაიწყო? სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პირველ პრობლემად ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებს აყენებენ. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მათ, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სათანადო ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნიათ, მათ ტერიტორიაზე არსებული ქონების დიდ ნაწილს კი ადგილობრივი თვითმმართველობები არ ფლობენ. https://www.youtube.com/watch?v=SmWL2gYpJD0&feature=youtu.be

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ