ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა ბათუმიდან დაიწყო. მხარეებმა ისაუბრეს თვითმმართველობების უფლებებზე, ფინანსური რესურსების გაძლიერებასა და გამჭირვალობაზე. აღმოჩნდა, რომ სტრატეგიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ექსპერტებსა და მერებს.
სპეციალისტები მოითხოვენ, მუნიციპალიტეტების საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩეს, ხოლო მუნიციპალიტეტებში არსებული არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწები თვითმმართველობებს გადაეცეთ. ექსპერტები, ასევე, ითხოვენ, რომ აღდგეს გათანაბრებითი ტრანსფერი და განისაზღვროს ტრანსფერის ფონდი, რომლის ქვემოთაც მუნიციპალიტეტები თანხებს არ მიიღებენ.