საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალი ხიდების მშენებლობაზე 17,5 მილიონის ტენდერები გამოაცხადა

1298

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალი ხიდების მშენებლობას იწყებს. უწყებამ 17,5 მლნ ლარის  9 ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიები ახალი სახიდე გადასასვლელების პროექტირება-მშენებლობას მოახდენენ. ინფორმაციას GBC ავრცელებს.

ყველაზე მეტი თანხა  6.5 მლნ მდ. ენგურზე და ასევე მდინარე ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზეა გამოყოფილი (5.2 მლნ )

ტენდერები გამოცხადებულია: ადიგენი – უდე – არალის ს/გზის კმ 1 მდ. ქვაბლიანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითი საავტომობილო გზის კმ16+720 მდ. ნადინებზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ25+650-ზე მდინარე ოჩხომურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; ბორჯომი – ბაკურიანი – ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 31-ზე მდ. წყაროზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; გორი-მეჯვრისხევი ს/გზის კმ 2(1+060)–ზე, მდ. თორთლაზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის ბაქანი საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდ. ცივაზე (ლუბეკის არხი) ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; ქუთაისი (ავტოქარხანა) – ხონი-სამტრედიის ს/გზის 9+160 კმ-ზე მდ. გუბისწყალზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; თბილისი – სენაკი – ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე მდ. ქსანზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე; წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდ. ენგურზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობაზე;