ხულოში პეტიცია მზადდება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები მუნიციპალიტეტისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ – ხულო, თუ დიდაჭარა? ამაზე ადგილობრივებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ერთიანი არაა არც საკრებულო, თუმცა დეპუტატები პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ,
ინიციატორი გოჩა ირემაძე ისტორიულ ჩანაწერებს იშველიებს და ამბობს, რომ ეს ახალი სახელის დარქმევა კი არა, არამედ ძველის დაბრუნება იქნება.