წინა სტატია სტატიის გაგრძელება დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელ კომპანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ და სასტუმროს მშენებელმა კომპანიამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. "ორი ბრძანება იყო სასამართლოში გასაჩივრებული - ერთი იყო სპეცნებართვა 2013 წელს გაცემული, რომელიც გიგი უგულავამ გასცა, ამის საფუძველზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა ვადიანი, რომელსაც ეს ვადა ამოეწურა. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა და მის...
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინიციატივით, ქალაქში არსებული ყველა კორპუსი შემოწმდება და შესაძლო საფრთხის შემცველი ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილების შეცვლა ეტაპობრივად დაიწყება. ქუთაისის მერი სულხან-საბას 21ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივებს, კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნით. ქალაქის მერმა ადგილზე, სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლები მიიყვანა და მათთან ერთად გაიარა ყველა დეტალი,...
"ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" და "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობის მიზეზებად ჭიღვარიას დანაშაულებრივი და კომიკური ქმედებები დაასახელეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ჭიღვარიას იმპიჩმენტის მოთხოვნით გიგა შუშანიამ, დავით გოგისვანიძემ და სამსონ გუგავამ "ქართული ოცნების "ხელმძღვანელ პირებს მიმართეს. "ქალაქში განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი, ქუთაისს სჭირდება ნორმალური და ქმედითი ხელისუფლება", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა...
სტატია მომზადებულია "რაჭანიუსის" მიერ ავტორი: ნინა ხელაძე პარასკევს, 18 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი რაჭაში განიხილა. შეხვედრას დაინტერესებულ პირთა შორის, ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე ესწრებოდა. რა საკითხების გადაჭრა სთხოვა მერმა მთავრობას და როგორ აფასებს საშუალოვადიან სტრატეგიას? "მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, დეცენტრალიზაცია ძალიან მნივნელოვანია თვითმმართველობის განვითარებისათვის. ჩვენ ძირითადად ქონების გადმოცემის საკითხი დავსვით. ადგილზე რა რესურსიც გვაქვს, მიწაა თუ შენობაა. იმისათვის...
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ხელმძღვანელი წყალტუბოს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. სევერიან გორდულაძის თქმით, ქალაქის ბაღების მენეჯერები დაკავებული თანამდებობიდან არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო გაათავისუფლეს და სხვა ბაღებში გადაიყვანეს სამუშაოდ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მისივე თქმით, ბაღებში ჯერჯერობით გარკვეული არ არის ბავშვთა კვების საკითხი და ის თუ ვინ მოამარაგებს მათ სურსათით. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაშიც დაადანაშაულა...
თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ დიდ დიღომში, აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსზე ლაბორატორიული და ექსპერტული კვლევები დასრულდა. შედეგად დადგინდა, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია, არ დაზიანებულა მზიდი კონსტრუქციები. თუმცა, როგორც ხმალაძე ამბობს, საცხოვრებელ კონდიციამდე მისაყვანად აუცილებელია აღდგენითი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერია განახორციელებს. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ "ქრონიკის" ეთერში თქვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ირაკლი ხმალაძის თქმით, რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც შენობაში საგამოძიებო...
გასული წლის დეკემბერში, თბილისში რამდენიმე ადგილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატები დადგეს. მათგან ერთ-ერთი, კიკვიძის პარკში უკვე დაზიანებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის პრესსამსახურის უფრო წერს და ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს. https://www.facebook.com/mtoqma/posts/2260185964013386
წინა სტატია თელავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. საკონსულტაციო შეხვედრებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს. განხილვებში აქტიურად არიან ჩართული კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ საკუთარი წინადადებები მთავრობას უკვე წარუდგინეს. განხილვაში, ასევე, მონაწილეობას იღებენ ადგილიბრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ დისკუსიაში და წარადგინონ საკუთარი...
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე, რომელიც ახლა დაკონსერვებულია, ტყის გაშენებას სთავაზობს. თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 352 მიმდინარე, 263 დაბლოკილი, 1 უარყოფილი, 13 განსახილველი, 466 არშემდგარი და 2 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება. ერთ-ერთი იდეის ავტორი პროექტის “ვეფხისტყაოსნის ტყე ყოფილ ნაგავსაყრელზე” განხილვას ითხოვს. "გლდანის ნაგავსაყრელი წლების...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა"იმედი LIVE-ის" ეთერში განაცხადა. თბილისის მერის თქმით, დღეს ისეთი აკრძალვის შემოღება, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაცია მიუღებელ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრებას აუკრძალავს, თბილისში ათასობით ოჯახისთვის პრობლემას შექმნის. მერის განმარტებით, დღეს უამრავი ადამიანია, რომელიც ისეთ კორპუსებში ცხოვრობს, რომლებიც...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 21 იანვარს იმ ინვესტორებს ხვდება, რომლებსაც ვაკის პარკში სასტუმროს აშენება სურთ. "მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერი განცხადებებისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ქალაქის ინტერესებიდან გამოვიდეთ". ამის შესახებ კალაძემ გადაცემა"იმედი LIVE-ის" ეთერში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ის და მისი გუნდი მათ ხელთარსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა არ დაუშვან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა. მშენებლობის შესაჩერებლად კალაძემ რამდენიმე ბერკეტი ჩამოთვალა,...
წინა სტატია ზუგდიდში გამსახურდიასა და კეიდიას ქუჩაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარევაჭრობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. თავად, მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი აცხადებენ რომ ყველა მოვაჭრისთვის ალტერნატიული ფართი შეთავაზებულია და მიმდინარე კვირას ზუგდიდში ყველა მისამართზე გარევაჭრობა აიკრძალება. ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, წუხელ რუსთაველისა და კეიდიას ქუჩაზე არსებული გარემოვაჭრეების დახლები აიღეს.
ნიკოლოზ შარვაშიძე - EECMD თელავის დემოკრატიის სკოლის კორდინატორი ქალაქი თელავი დღეს საქრთველოში ერთ-ერთი პოპულარული ქალაქია და ბევრ ადამიანს მოსწონს. ხშირად მომისმენია ქართველებისგანაც და უცხოელებისგანაც, რომ განსაკუთრებით გამორჩეული ქალაქია, თავისი არქიტექტურით, კულტურით და ხალხით, რითაც აჯადოვებს ეს ქალაქი მის სტუმრებს და კვლავ უჩენს უკან დაბრუნების სურვილს. ალბათ, მეც რომ ტურისტი ვყოფილიყავი, მომეწონებოდა ეს ქალაქი თავისი ხედებით, არქიტექტურით და მისი ბევრი საინტერესო...
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა ხუთ რეგიონში ხვალიდან გაგრძელდება. პროექტის განხილვაში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. კვირას, 20 იანვარს, შეხვედრები ორ რეგიონში ჩატარდება: 11:00 საათზე მცხეთის საკრებულოს დარბაზში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართება, ხოლო 15:00 საათზე რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირასაც გაგრძელდება. ორშაბათს, 21 იანვარს, 12:00 საათზე პროექტს თელავში განიხილავენ, ხოლო სამშაბათს, 22 იანვარს,...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბახმაროს დასახლება და მას დაბის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ბახმაროს არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას ზღუდავდა. "მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე. მზარდი პოტენციალიდან...
წინა სტატია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კოპირება მოხდება აჭარაში და ამ მიმართულებით, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ცქიტიშვილს ამჯერადაც არ განუმარტავს, რატომ არ დაფინანსდა აჭარაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ბიუჯეტიდან, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა. “აჭარის მთავრობასთან ერთად ახლა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ