წინა სტატია არჩევნების მეორე ტურამდე, ახალციხის ბაღების თანამშრომლები მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილეს. თუმცა, ახლა ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ რეორგანიზაცია "ჯერ არც იგეგმება“. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "ახალციხის ბაღებში ამ დრომდე, არცერთი ორგანიზაციული ცვლილება არ მომხდარა და ჯერ არც იგეგმება“, - ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ ახალციხის "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ“, გასულ წელს...
წინა სტატია ქუთაისის ვიცემერმა გიორგი იობაშვილმა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობები დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ვიცემერმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამდებობა  გრიგოლ დალაქიშვილმაც საკუთარი სურვილით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს ვიცემერისა და სახელმწიფო რმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობებს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების თანამდებობების, შესაძლო,...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს. როგორც მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე, სამონტაჟო სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.) დასრულდა. "არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ "მზიურის“ პარკში თოჯინების თეატრი აღარ აშენდება. მისი თქმით, პარკში მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგება. “მზიურის პარკში არაფერი არ აშენდება, თოჯინების თეატრთან დაკავშირებული იდეა გვქონდა, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება, რადგან მზიურში“ მისი მშენებლობით პირდაპირ კანონს ვეწინააღმდეგებოდით. "მზიურს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ამ პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რამდენიმე თვის წინ წარვუდგინეთ მოსახლეობას,...
სტატიის გაგრძელება პროკურატურა ზუგდიდისა და ზობის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 63 მოქალაქეს 67 მიწის ნაკვეთს დაუბრუნებს. მოქალაქეებს 2009-2010 წლებში ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთები უკანონოდ ჩამოართვა. "საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტის გახსნის შედეგად, 63 მოქალაქე  დაზარალებულად ცნო. მათ ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010...
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერეს ხეობაში ოთხი სამშენებლო ნებართვიდან ორი გაუქმებულია, ხოლო დანარჩენი ორი პროექტი დაკორექტირდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვერეს ხეობის რევიზია განხორციელდა და დადგინდა, რომ ნებართვები არასწორად იყო გაცემული. "ვერეს ხეობაში ნებართვას რაც შეეხება, როდესაც ჩვენ მოვედით, მთლიანად ვერეს ხეობის რევიზია დავიწყეთ. საუბარი იყო 4 ობიექტზე. ერთი იყო სასწრაფო დახმარების ცენტრი, რომელიც ახალ...
,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისთვის 384 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "ჩვენ მუნიციპალიტეტის 15 სოფელში მოსახლეობასთან გავმართეთ შეხვედრა, რომლის დროსაც ადგილობრივებმა იმსჯელეს და გამოავლინეს პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც წელს ,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უნდა მოგვარდეს. სოფლებში ძირითადად ქუჩების კეთილმოწყობას, გარეგანათების სისტემის მონტაჟს, სასაფლაოების შემოღობვას, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას, სპორტული ტრენაჟორების მონტაჟს, ჭაბურღილების, ბავშვთა...
თელავის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ გიგოს გორაზე წიწვოვანი ხეები ხმება. სპეციალისტების განმარტებით, ხეების გახმობას სოკოვანი დაავადება იწვევს, რომელიც ჯანსაღ ნარგავებასაც აზიანებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის მერის ინფორმაციით, გიგოს გორაზე გამწავანების სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და გამხმარი ხეების ადგილას ახალ ნერგებს დარგავენ. "წიწვოვანი ხეების ხმობის პროცესი თელავში 2012 წელს მომხდარი სტიქიის შეამდეგ დაიწყო და წლებია გრძელდება. ჩვენ გაზაფხულზე ვგეგმავთ არა მხოლოდ გიგოს გორაზე,...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნუგზარ პაპიაშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. წარმომადგენლობითმა ორგანომ კენჭი უყარა და დაამტკიცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილება, რომლის შედეგადაც მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადასახადების ნაწილი 550 880 ლარით გაიზარდა. “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფი შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 იანვრის N 63 განკარგულების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დაემატა პროექტი -"ქ. დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩაზე...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების აფენისა და გვიმრიანის მოსახლეობა დასასვენებელი სკვერის, მოსაცდელის, საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას და ვენახამდე მისასვლელი გზის მოხრეშვას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარება მოსახლეობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრებზე დაასახელა. "სოფელ აფენისა და გვიმრიანში სოფლის კრება გაიმართა, სადაც მოსახლეობამ პრობლემები დაასახელა, რომელიც მიმდინარე წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო და ქვემო მსხალგორის მოსახლეობა დასასვენებელი სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას ითხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აღნიშნული საკითხები დაასახელეს. "სოფელ ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის მცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი სკვერი და სპორტული მოედანი კეთილმოეწყობა. პროექტის განხორციელებისთვის თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის...
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2019 წელს კახეთის რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო შეხვედრას კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "გაერთიანებული სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო, საპროექტო კომპანიებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების მეტი ინფორმირებულობა. მსგავსი...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა სოლომონ პავლიაშვილმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დედპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და დედოფლიუსწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფელ სამრეკლოს მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართეს. "სოფლის მოსახლეობამ წამოაყენა საბავშვო ბაღის კეთილმოწყობის საკითხი. გარდა ამისა, მათ სოფლის სასაფლაოს გაფართოება-შემოღობვა, ძველი აბანოს კეთილმოწყობა...
წინა სტატია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. "როგორც იცით, პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, შეჩერებული იყო, თუმცა ახლა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მუზეუმი ზაფხულის სეზონზე უკვე შეძლებს დამთვალიერებლებს უმასპინძლოს", - განმარტავენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში. "ყიფიანის სახლ-მუზეუმის აღდგენა-რეაბილტაციას მრავალმხირივი დატვირთვა აქვს და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციას, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისისა და ხიდისთავის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა. როგორ "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ხიდისთავში 3 3218 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი აიგო და 1 250 ადგილობრივ ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა. რაც შეეხება სოფელ თერგვისს, აქ გაზიფიცირებულია 78 კომლი და აშენდა 3 546 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო...
2019 წლის იანვარში, გორის მერიამ 9,1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2019 წელს გამოცხადებულმა ელექტრონული შესყიდვების სატენდერო ღირებულებამ 9 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ ეტაპზე, 12 ტენდერი მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება 9 103 254 ლარია. ყველა შესყიდვის ფარგლებში, წინადადებების მიღების ბოლო ვადა თებერვლის თვეში იწურება. მერიის ინფორმაციით, იგეგმება ყიფიანის (ტყვიავის ქუჩის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით -...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ