გორის მერიამ იანვარში 9,1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა

564

2019 წლის იანვარში, გორის მერიამ 9,1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2019 წელს გამოცხადებულმა ელექტრონული შესყიდვების სატენდერო ღირებულებამ 9 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ამ ეტაპზე, 12 ტენდერი მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება 9 103 254 ლარია. ყველა შესყიდვის ფარგლებში, წინადადებების მიღების ბოლო ვადა თებერვლის თვეში იწურება.

მერიის ინფორმაციით, იგეგმება ყიფიანის (ტყვიავის ქუჩის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით – 350 მ), შიო მღვიმელის, ბუხაიძის, გორგასლის, კახნიაშვილის ქუჩების, სუხიშვილის ქუჩის პარალერური შიდა კვარტალური გზის, მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში არსებული გზების რეაბილიტაცია.

“გამოცხადებულია ტენდერი მუნიციპლიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა – შენახვის, 47 სოფელში გარეგანათების სისტემის, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებული კალათბურთის მოედნის და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახელოსნოების მოწყობის მიზნით”, – განმარტავენ მერიაში.

გარდა ამისა, მიმდინარე ელექტრონული შესყიდვების მიხედვით, მერია მიმდინარე წელს ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობას, რუსთაველის მემორიალისა და მისი მიმდებარე სკვერის, გამარჯვების მემორიალისა და ლომჭაბუკის პიედესტალის რებილიტაციასაც გეგმავს.

sasrafo tenderi goris meria 20019 ianvari