თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “მზიურის“ პარკში თოჯინების თეატრი აღარ აშენდება. მისი თქმით, პარკში მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგება.
“მზიურის პარკში არაფერი არ აშენდება, თოჯინების თეატრთან დაკავშირებული იდეა გვქონდა, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება, რადგან მზიურში“ მისი მშენებლობით პირდაპირ კანონს ვეწინააღმდეგებოდით.
“მზიურს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ამ პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი რამდენიმე თვის წინ წარვუდგინეთ მოსახლეობას, ის საკმაოდ საინტერესოა და მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სივრცე იქნება რეაბილიტირებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.