თელავის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ წიწვოვანი ხეები ხმება

1490

თელავის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ გიგოს გორაზე წიწვოვანი ხეები ხმება. სპეციალისტების განმარტებით, ხეების გახმობას სოკოვანი დაავადება იწვევს, რომელიც ჯანსაღ ნარგავებასაც აზიანებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მერის ინფორმაციით, გიგოს გორაზე გამწავანების სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და გამხმარი ხეების ადგილას ახალ ნერგებს დარგავენ.

“წიწვოვანი ხეების ხმობის პროცესი თელავში 2012 წელს მომხდარი სტიქიის შეამდეგ დაიწყო და წლებია გრძელდება. ჩვენ გაზაფხულზე ვგეგმავთ არა მხოლოდ გიგოს გორაზე, არამედ ქალაქის სხვადსახვა ადგილას გამწვანების სამუშაობს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან, მიმდიანრეობს სახეობების შერჩევა და ამის მიხედვით ჩამოვიტანთ ნერგებს. რაც შეეხება დაავადებულ ხეებს, საკითხში ჩავრთავთ სპეციალისტებს და ამ ხეებს ახალი ნერვებით ჩანაცვლებთ”- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

გამწვანების სამუშაოებისთვის თელავის ბიუჯეტიდან ჯამში 40 ათასი ლარია გათვალისწინებული.