თბილისის საკრებულოს სხდომა კამათისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა მისთვის მნიშვნელოვანი სამი საკითხი დააყენა, რის შემდეგაც მას საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ თემაზე უპასუხა. კერძოდ, სამგორში, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით.
სოხაძის თქმით, ტერიტორიას საზოგადოებრივი ზონის...
ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
"დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ...
წინა სტატია
მცხეთის მოსახლეობის ნაწილი განაშენიანების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული მორატორიუმის გაუქმებასა და ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიღებას ითხოვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათი განცხადებით, მშენებლობაზე მორატორიუმი 2015 წლიდან გრძელდება, რის გამოც საკუთარ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების უფლებას ვერ იღებენ. მათი მტკიცებით, ამის მიზეზი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის არარსებობაა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ამჟამად, გენგეგმაზე კომპანია "აქოლისი” მუშაობს, რომლის მიერ 2015 წელს შემუშავებული პროექტი მცხეთის საკრებულომ...
წინა სტატია
თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა. მერმა თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ავტობუსის ზოგიერთი შემადგენლობა, რომლის ფერზეც გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღეს, უკვე დამზადებულია,
„90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ, რომელზეც ტენდერი იყო გამოცხადებული. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. უახლოეს მომავალში კი დამატებით,...
სტატიის გაგრძელება
თბილისის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ "თბილსერვის ჯგუფის" პროექტების დასაფინანსებლად, 15 მილიონი ევროს სესხის აღებას მხარი დაუჭირა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა, თანხა EBRD-ის მიერ "თბილსერვის ჯგუფის" მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხით "თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი განახლება. კერძოდ, 9 მილიონი ევრო დაიხარჯება 63 ნაგავშემკრები მანქანების და 7 მექანიკური დამგველი მანქანის...
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერია საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს, რომ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად 62 800 000 ლარი ქართული ბანკებისგან საკრედიტო ხაზის, სესხის სახით აიღოს.
მერიისთვის შესაბამისი ოდენობის საკრედიტო ხაზის შექმნის საკითხი დღეს საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს.
როგორც საკრებულოს ქონების და საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ეს სესხი საჭიროა თბილისში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტები შეუფერხებლად შესრულებისთვის....
საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ის 2019 წლის ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
პროგრამის მაქსიმალური ბიუჯეტი წელს 20 მილიონი ლარი იქნება, თითო პროექტის დაფინანსება კი ერთ მილიონს არ უნდა აღემატებოდეს. დაფინანსების მისაღებად, პროექტი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, მისი მიზანი სტიქიის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი...
წინა სტატია
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობიდან გადადგა. პოსტის დატოვების შესახებ მახათაძემ განცხადება დღეს დაწერა.
კახაბერ მახათაძემ გადადგომის შესახებ მის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვყნა, სადაც ზესტაფონის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ მათზე კვლავ იზრუნებს, თუმცა, გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.
https://www.facebook.com/KakhaberMakhatadze/photos/a.342683322847890/619504311832455/?type=3&theater
დღესვე პოსტი დატოვა ზესტაფონის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით აბულაძემ. ზესტაფონის ადმინისტრაციული სამსხურის უფროსის, ეკა დუგლაძის თქმით კი, მერიის დატოვებას სხვა თანამშრომლებიც აპირებენ.
"რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული,...
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელფასო დანამატის სახით 21 750 ლარი გაიცა. გამოცამა"ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში ეს თანხა 25 ადამიანზე გადანაწილდა. კერძოდ, დანამატი დეკემბერში საკრებულოს აპარატის ცხრა თანამშრომელმა, ხელშეკრულებით აყვანილმა სამმა პირმა და კომისიების და ფრაქციების 13-მა თავმჯდომარემ მიიღო. საანგარიშო პერიოდად გამოცემამ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 29 იანვრის მონაკვეთი მიუთითა.
მესტიის საკრებულოს განმარტებით, სახელფასო დანამატი საჯარო მოხელეთა დადებითი შეფასების საფუძველზე გასცეს....
სტატიის გაგრძელება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ავტობუსის შესძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 419 544 ლარს შეადგენს.
სატენდერო პირობების თანახმად, სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ერთი მარკა/მოდელის. კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. ამასთან, ავტობუსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 21 დასაჯდომი ადგილი. პლუს 25 დასადგომი და სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისთვის. ტრანსპორტს უნდა გააჩნდეს...
ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს ახალგაზრდები გამოეხმაურენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა, ხელისუფლების მხრიდან კი ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები არ იდგმება, ამიტომ ჭიათურაში 30-მდე ახალგაზრდამ სამოქალაქო მოძრაობა "მომავლის ჭიათურა" დააფუძნა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"მომავლის ჭიათურას" დამფუძნებლის თქმით, ქალაქში ეკოლოგიის, მიგრაციის და სოციალური მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა.
"ჩვენ დავაფუძნეთ ორგანიზაცია და გვინდა, რომ ქალაქში გადაიდგეს პოზიტიური ნაბიჯების ჭიათურის საკეთილდღეოდ. მუნიციპალიტეტში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, ასევე, ვიმყოფებით ეკოლოგიური...
წინა სტატია
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნების რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები შადრევნების სრულ აღდგენას და შადრევნებზე დამატებითი სისტემების მონტაჟს ითვალისწინებს.
"ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელსაც მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში ახორციელებს, პროექტის ღირებულება 1 679 894 ლარია. შადრევნების რეაბილიტაცია მათ სრულად აღდგენას, ასევე, დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს მოიცავს" - განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
როგორც მერიაში აცხადებენ, არსებული შადრევნის...
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა შუშანიამ პრესკლუბ მედიარუმში გამართულ ბრიფინგზე ქუთაისში ტრანსპორტის პრობლემის მოსაგვარებლად მერიას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა. მოძველებული და არაადაპტირებული ტრანსპორტი, სამარშრუტო ხაზები და ღამის საათებში მუშაობის პრობლემა – ეს იმ საკითხების არასრული ჩამომონათვალია, რომელიც გიგა შუაშანიას განცხადებით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით დგას.
"ახლა მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ეს პრობლემა 10 წლის წინაც იყო, ახლა მთავარია ამ პრობლემის...
სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის გორის მერიამ ახალი მარშრუტები დაამატა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის საკრებულოს ცნობით, მარშუტებს კარალეთის დევნილთა დასახლების მიმართულება დაემატა, სადაც 3 უბანია. ამ უბნებიდან მოსწავლეებს გორის მე-4 სკოლაში გადაიყვანენ. ამავე მარშრუტში შედის ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ბავშვებიც. ისინი უკვე დადიან ქალაქ გორის მეოთხე საჯარო სკოლაში.
ასევე, საკრებულოს ინფორმაციით, დაემატა მარშრუტი ქვემო ნიქოზიდან და ხვითიდან ზემო ნიქოზის სკოლამდე. რაც შეეხება სოფელ...
წინა სტატია
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი და სამეურნეო წყლის გარეშე დარჩენილ სკოლებს შორის სამცხე–ჯავახეთი პირველ ადგილზეა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
11 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, სკოლებში წყლის, საპირფარეშოების სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშით ირკვევა, რომ 10 რეგიონში მოქმედ 1 897 საჯარო სკოლიდან 94–ს სასმელი და სამეურნეო წყალი საერთოდ არ მიეწოდება. რეგიონებს შორის...
ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტით, აწყურში ე.წ. ველის წყლის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიაში განაცხადეს, რომ აწყურში იმ რეზერვუარსა და შიდა ქსელს, საიდანაც ნახევარ სოფელს დაბინძურებული წყალი მიეწოდება, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება: "თანხა მაშინ განისაზღვრება, როცა ტენდერი გამოცხადდება“.
სოფელ აწყურში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წყლის პრობლემის გადასაჭრელად ხუთი პროექტი განხორციელდა, რაშიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა, სოფლის ნახევარს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































