“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა შუშანიამ პრესკლუბ მედიარუმში გამართულ ბრიფინგზე ქუთაისში ტრანსპორტის პრობლემის მოსაგვარებლად მერიას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა. მოძველებული და არაადაპტირებული ტრანსპორტი, სამარშრუტო ხაზები და ღამის საათებში მუშაობის პრობლემა – ეს იმ საკითხების არასრული ჩამომონათვალია, რომელიც გიგა შუაშანიას განცხადებით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით დგას.
“ახლა მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ ეს პრობლემა 10 წლის წინაც იყო, ახლა მთავარია ამ პრობლემის მოგვარება. მოვუწოდებთ მერიას, შეიქმანს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან საკრებულს დეპუტატები, მერია და ამ მიმართულებით მომუშავე პირები. ვიცით, რომ 2019 წელს ზოგიერთ ხაზზე ტენდერების ვადა იწურება და მერია იძულებული გახდება გამოაცხადოს ახალი ტენდერი. მაგრამ, ამ დრომდე არ აქვთ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა, თუ არ ჩავთვლით ქალაქის მერის სადღეგრძელოს, რომ უნდა მოაგვაროს პრობლემა. თუმცა, მერის მოადგილე სხვას ამბობს, ტრანსპორტის განყოფილების უფროსი სხვას. არ აქვთ დათვლილი ხარჯები “, – განაცხადა შუშანიამ.
საკრებულოს დეპუტატი ირწმუნება, რომ მერიის მიერ გაჟღერებული მუნიციპალური ტრანსპორტის იდეა ქალაქისთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან მისი თქმით, ამით ქალაქის ბიუჯეტი დაზარალდება.
შეიქმნება თუ არა ქუთაისის მერიაში სამუშაო ჯგუფი ტრანსპორტის პრობლემის მოსაგვარებლად, ამის შესახებ განცხადებას მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი მოგვიანებით გააკეთებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ერთ_ერთი ლიდერი გიგა შუშანია ქალაქში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე საუბრობს და ამ საკითხის მოსაგვარებლად მერიას სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს
Posted by MediaRoom on ორშაბათი, 11 თებერვალი, 2019