თბილისის მერია 62 800 000 ლარის სესხის აღებაზე საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს

706

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერია საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს, რომ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად 62 800 000 ლარი ქართული ბანკებისგან საკრედიტო ხაზის, სესხის სახით აიღოს.

მერიისთვის შესაბამისი ოდენობის საკრედიტო ხაზის შექმნის საკითხი დღეს საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს.

როგორც საკრებულოს ქონების და საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ეს სესხი საჭიროა თბილისში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტები შეუფერხებლად შესრულებისთვის. კერძოდ, მისივე თქმით, წელს,  დაახლოებით, 100 მილიონ ლარზე მეტი ტრანსფერის გამოყოფა იგეგმება ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისის ბიუჯეტისთვის, თუმცა, შესაძლოა, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში მეორე კვარტლის ბოლოს ჩაირიცხოს. ამდენად, თბილისის მერია საკრებულოს თანხმობის შემდეგ მიმართავს დაინტერესებულ ბანკებს 62 800 მილიონი ლარი სესხის სახით გასცენ.

საკითხს დღეს კომისიების სხდომაზე ოპოზიციურმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, თუმცა საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.