მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელფასო დანამატის სახით 21 750 ლარი გაიცა. გამოცამა”ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში ეს თანხა 25 ადამიანზე გადანაწილდა. კერძოდ, დანამატი დეკემბერში საკრებულოს აპარატის ცხრა თანამშრომელმა, ხელშეკრულებით აყვანილმა სამმა პირმა და კომისიების და ფრაქციების 13-მა თავმჯდომარემ მიიღო. საანგარიშო პერიოდად გამოცემამ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 29 იანვრის მონაკვეთი მიუთითა.
მესტიის საკრებულოს განმარტებით, სახელფასო დანამატი საჯარო მოხელეთა დადებითი შეფასების საფუძველზე გასცეს. თუმცა ვისზე რამდენ, ეს ინფორმაცია გამოცემისთვის დეტალურად არ მიუწოდებიათ.
მათივე ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეზე დანამატი არ გაცემულა.
საკრებულოსვე ინფორმაციით, 2018 წელს საკრებულოს თანამდებობის პირებს და აპარატის თანამშრომლებს პრემია არ მიუღიათ.