ქუთაისსა და წყალტუბოს სამშენებლო ნარჩენის განთავსებისათვის  ერთობლივი ნაგავსაყრელი ექნება, - ამის შესახებ ქუთაისის ვიცემერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში საამშენებლო ნარჩენების მხრივ პრობლემა არსებობს და მის გადასაჭრელად ერთობლივად მუშაობენ. "სამშენებლო ნარჩენების განთავსება არის პრობლემატური საკითხი. მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება, ქონდეს ცალკე  ნაგავსაყრელი. მიმდინარეობს მუშაობა წყალტუბოსთან, სად განთავსდება და ოპერირება როგორ მოხდება.  ეს სპეციფიკურად სამშენებლო ნარჩენებზე გათვლილი ნაგავსაყრელი იქნება. რამდენიმე ადგილი...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას საკრებულოში არსებული კომისია შეისწავლის. "16 წევრისაგან დაკომპლექტებულ კომისიას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს. სკვერები მუნიციპალური ერთეულების მიხედვით დაიყოფა და მოხდება მათი შესწავლა-ინვენტარიზაცია. ბოლო მონაცემებით ქალაქის ტერიტორიაზე 500-მდე სკვერი არსებობს, კომისია კი მუშაობას 2019 წელს დაასრულებს",- აცხადებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორს, ნუგზარ მალაშხიას ანგარიშს მოუსმინა. ინფორმაციას ლაივპესი ავრცელებს. ანგარიშის მოსმენისას ნუგზარ მალაშხიას დეპუტატებმა ჰკითხეს, არის თუ არა შესაძლებელი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, რაზეც მალაშხიამ უპასუხა, რომ ჰიგიენის საშუალებებისთვის თანხა იმდენად შემცირდა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლებს მალე ტუალეტის ქაღალდი არ ექნებათ. "გასულ წელს 38 ათასი ლარი დაჯდა სარეცხი, საპნის, ქაღალდების შეძენა. წელს კი საშუალება არ...
სტატიის გაგრძელება ზუგდიდის საკრებულოში ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორს, ნუგზარ მალაშხიას ანგარიშს მოუსმინა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ორგანიზაციის საშტატო განრიგის მიხედვით, ცენტრში  474 ადამიანია დასაქმებული. უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ, არის თუ არა შესაძლებელი შტატების შემცირება, რაზეც ნუგზარ მალაშხიამ უპასუხა, რომ მიმდინარე წლიდან უკვე შეამცირა 27 პირი. დეპუტატ ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ზუგდიდი უკვე მესამედ გახდა ყველაზე სუფთა რეგიონი, მეეზოვების და...
ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი 1 216 175 ლარზე გამოცხადდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბორჯომში, რუსთაველის N75–ში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის დემონტაჟი დასრულებულია, იმავე მისამართზე ახალი შენობა 2019 წლის ბოლოს გაიხსება და ის როგორც კომპიუტერული, ასევე სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვება. ტენდერი ახალი შენობის აშენებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოაცხადა და მასში 13 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება 1 033 326 ლარზე...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტმა 13 463 600 ლარი შეადგინა, საიდანაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 4 947 600 ლარი დაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბიუჯეტი 95%-ით შესრულდა, მოსახლეობის თქმით, თანხები არამიზნობრივად განაწილდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "არ არსებული ინფრასტრუქტურა, გასული საუკუნის 60- იან წლებში გამოშვებული სამეურნეო ტექნიკა, ამორტიზებული სკოლები, დანგრევის პირას მყოფი საბავშვო ბაღები, სასმელად გამოუსადეგარი წყალი, საუბნო გზები...
სტატიის გაგრძელება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. "ამ ეტაპისთვის პროექტირება უკვე დასრულებულია, მშენებლობაზე ტენდერი კი უახლოეს პერიოდში გამოაცხადდება. პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახლ-მუზეუმს და მოეწყობა ეზო. აღდგება მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც. მიმდინარე პროცესში აქტიურად არის ჩართული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. საკითხთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაშია, როგორც მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ისე ადგილობრივ...
წინა სტატია შემდეგი სტატია "თუ ფული და ქონება არ გვექნება, რა უნდა ვაკეთოთ? მოდის გლეხი და ვეუბნებით, მიწა, ხრეში, გზა და ტყე მე არ მეხება. მხოლოდ მანქანით სიარული მეხება? ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, რომელზეც თანხას სამინისტრო გვირიცხავს, ვერაფერს ვაკეთებთ", - ასე მიმართა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის...
ნორიკ გასპარიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მცხოვრები მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელიც, ძირითადად, დასახლებულია ეთნიკური აზერბაიჯანელებით, 10 სოფელია, სადაც სომხები ცხოვრობენ. აქედან ყველაზე დიდი შაუმიანია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. შაუმიანში 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ერთი სოფლის პრობლემა, ანუ “უმცირესობა უმცირესობაში” პირველად ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხება მქონდა, როდესაც უკვე თბილისში ვცხოვრობდი. სოფელში გზის რეაბილიტაციის პრობლემა იყო და დაპირებების მიუხედავად, 2016 წელს მხოლოდ სოფელ წერაქვში...
წინა სტატია საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითება იქნება აუცილებელი, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების მფლობელი უფლებამოსილი იქნება სისტემაში ორი სატრანსპორტო საშუალების ნომერი შეიყვანოს და აღნიშნული ავტომობილები საცხოვრებლის მიმდებარედ, 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. "საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ მანქანის პარკირებას საათობრივი საფასური არ შეეხება. ეს დაკავშირებული არ არის პირის იურიდიულ თუ ფაქტობრივ...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება. მისი თქმით, ცენტრების გახსნა ზუგდიდსა და თბილისში იგეგმება. “აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უკვე ბევრი მსურველია. მომდევნო აკადემიური წლიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობა იქმნება. უგამოცდო და უფასო მოსამზადებელი ცენტრი უზრუნველყოფს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხარისხიან განათლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის არ ქონის გამო, ვერ...
თბილისის საკრებულოში გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში შესატან ცვლილებაზე ინიციატივა დააყენა.  რომლის მიხედვითაც, მარტოხელა მშობლისთვის თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდება. როგორც თბილისის საკრებულოში განმარტავენ, ინიციატივა მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისთვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას. საკრებულოში აცხადებენ, რომ 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული წესით, აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცედურების სისტემატიზაცია...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წელს ქუთაისში 10 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, გზების დეპარტამენტი ქუჩების რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 37 მილიონ ლარს დახარჯავს. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით.  რეაბილიტაცია ჩაუტარდება: აღმაშენებლის გამზირის 3 კმ-იან მონაკვეთს, წერეთლის ქუჩის 2.8 კმ-იან მონაკვეთს, თავისუფლების ქუჩის 1.5 კმ-იან მონაკვეთს, საიათნოვას ქუჩის 0.3 კმ-იან მონაკვეთს, გუგუნავას ქუჩის 1.9 კმ-იან მონაკვეთს, ჯავახიშვილის ქუჩის 1.415 კმ-იან მონაკვეთს, ბუხაიძის ქუჩის...
წინა სტატია ქუთაისში თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაზე დაპირება მეორედ გაიცა. ამჯერად, ყოფილ საპარლამენტო დედაქალაქს აუზის მშენებლობის პირობა პრემიერმინისტრმა მისცა.  ინფორმაციას ნიუორესი ავრცელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. პროექტი აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის გასახდელების და საშხაპეების მოწყობას უნდა ითვალისწინებდეს. ასევე, უნდა მოეწყოს...
მესტიის მუნიციპალიტეტის 31 დეპუტატიან საკრებულოში სიტყვის უფლებით 2018 წელს მხოლოდ რვა მათგანმა ისარგებლა. გამოცემა "ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტჯერ - 13-ჯერ ამ უფლებით "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა როდამ გვარმიანმა ისარგებლა. მას მოსდევს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ზაურ ჩართოლანი, რომლებმაც ეს უფლება 12-12-ჯერ გამოიყენეს. ცხრაჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით შორენა ცინდელიანმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან. შვიდჯერ...
ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამ ეტაპზე, 826 424 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ყვარლის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მარიამ შეყილაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა წარდგენილი პროექტების მიხედვით კიდევ უფრო გაიზრდება. "ამ ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდიდან ყვალის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 826 424 ლარი. დამატებით თანხა ეტაპობრივად, წარდგენილი პროექტების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტების დამტკიცების პროცესი ჯერ არ დასრულებულა’’,- განაცხადა შეყილაძემ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ