ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობა აშენდება

822

ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი 1 216 175 ლარზე გამოცხადდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომში, რუსთაველის N75–ში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის დემონტაჟი დასრულებულია, იმავე მისამართზე ახალი შენობა 2019 წლის ბოლოს გაიხსება და ის როგორც კომპიუტერული, ასევე სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვება.

ტენდერი ახალი შენობის აშენებაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოაცხადა და მასში 13 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება 1 033 326 ლარზე “ბალავარი ჯგუფთან“ დაიდო. ხელშეკრულება ძალაში 2019 წლის 30 ნოემბრამდეა.

ამ დროისთვის ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახური ვაშლოვანის დასახლებაში, სასამართლოს ყოფილ შენობაშია განთავსებული.