ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას საკრებულოში არსებული კომისია შეისწავლის.
“16 წევრისაგან დაკომპლექტებულ კომისიას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია უხელმძღვანელებს. სკვერები მუნიციპალური ერთეულების მიხედვით დაიყოფა და მოხდება მათი შესწავლა-ინვენტარიზაცია.
ბოლო მონაცემებით ქალაქის ტერიტორიაზე 500-მდე სკვერი არსებობს, კომისია კი მუშაობას 2019 წელს დაასრულებს”,- აცხადებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.