ოკუპირებული ტერიტორიებიდან სწავლის მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება

818

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განათლების მიღების მსურველთათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრები გაიხსნება. მისი თქმით, ცენტრების გახსნა ზუგდიდსა და თბილისში იგეგმება.

“აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უკვე ბევრი მსურველია. მომდევნო აკადემიური წლიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობა იქმნება. უგამოცდო და უფასო მოსამზადებელი ცენტრი უზრუნველყოფს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხარისხიან განათლებასა და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის არ ქონის გამო, ვერ ახერხებენ მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ თავიანთ მიზნებსა და ოცნებებს მიაღწიონ. ჯერ-ჯერობით ასეთი უგამოცდო ცენტრების გახსნა განიხილება თბილისსა და ზუგდიდში, რომელიც გეოგრაფიულად ყველაზე მოთხოვნადია,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.