რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ "საქართველოს სივრცის დაგეგმარების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. ინიციატივას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი წარადგენს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება შენობის ადგილმდებარეობაზე. იერსახის დამახინჯებად ჩაითვლება შენობა-ნაგებობა, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა და შემოღობვა. "საქართველოს მთავრობას აქვს ინიციატივა, რომელიც ცვლილების...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიისა და 'სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დასრულებულია.  მისი თქმით,  მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზები გაასწორეს და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება. "ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება. რამდენიმე ხნის წინ საკრებულომ  დოკუმენტი მერიაში გადმოგზავნა, რათა მათი ხარვეზები და შენიშვნები ყოფილიყო გათვალისწინებული. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი არის გამოსწორებული....
წინა სტატია შემდეგი სტატია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა დადებითად აფასებს იმას, რომ 2019 წელს, დაფინანსების ახალი სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტები გაეზარდათ, თუმცა, ფიქრობს, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაც საჭიროა. კუჭავა ამბობს, რომ ადგილობრივი ფინანსების გასაზრდელად, კარგი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვება. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა. ჩოხატაურის მერი, ასევე, ითხოვს, რომ დაჩქარდეს სახელმწიფო ქონების თვითმმართველობებისთვის გადაცემის...
წინა სტატია ქუთაისის მერიაში სამთვიანი რეორგანიზაცია დასრულდა. რეორგანიზაციის ფარგლებში არქიტექტურის სამსახური გაუქმდა და ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდა, ხოლო აუდიტის განყოფილება სამსახურად გადაკეთდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით, რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა შტატების რაოდენობა და 298-დან 307-მდე გაიზარდა. ხუთი შტატით გაიზარდა აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, ოთხით ინფრასტრუქტურის. მისი თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობა არავის დაუტოვებია. ქუთაისის მერიაში ჩატარებულ რეორგანიზაციას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. ფრაქცია...
ის პირები, რომლებსაც პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, ზონალური პარკირების ადგილებში დამატებით საფასურს მაინც გადაიხდიან, - ამის შესახებ droa.ge-ს თბილისის მერიიდან უთხრეს. "ზონალური პარკირება 1 ივლისიდან მხოლოდ ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩებს შეეხება და როდესაც ტარიფი განისაზღვრება, იმ პირებს, რომლებსაც პარკირების დღეს არსებული საფასური წლის ბოლომდე გადახდილი აქვთ, საფასურის დამატებით გადახდა მოუწევთ", - განმარტეს თბილისის მერიაში Droa.ge-ს კითხვის საპასუხოდ. პარკირებაზე საათობრივი გადასახადის დაწესებას, რომელიც, თავდაპირველად,...
წინა სტატია ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება და არ მთავრდება, ფული კი იფლანგება. ისინი აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს იზიარებენ და პასუხისმგებლობას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას აკისრებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "აუდიტის დასკვნაში მცირე ნაწილია გადმოცემული, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წლების...
წინა სტატია შემდეგი სტატია ოზურგეთის მუნიცპალიტეტის მერი კონსტანტინე შარეშენიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების უმთავრესი პირობა ადგილებზე ძლიერი ბიჯეტებისა და საკუთარი ქონების არსებობაა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის განკარგავს. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა. "დღეს ამ მხრივ ძალზე რთული სიტუაციაა. ეკონომიკის სამინისტრო, ფაქტობრივად, ხელს უშლის მუნიციპალიტეტებს საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული ქონების მოვლა-პატრონობაში. ოზურგეთის მუნიცპალიტეტმა ვერ მიაღწია იმას, რომ...
2019 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა 720 000, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას კი 500 000 ლარზე მეტი მოხმარდება. ინდორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "გასულ წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირების და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობას დაევალა. 2019 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის კუთხით 720 000 ლარია გამოყოფილი. პრიორიტეტია სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგება, მათი სტანდარტებში მოყვანა, სასწავლო დაწესებულებების შენობის სახურავების შეკეთება და გათბობის პრობლემების მოგვარება....
წინა სტატია გორის სოფელ მარანას, რომელსაც დენის ეკონომიის გამო სასმელი წყალი დღეში 2 საათით მიეწოდებოდა, მე-4 დღეა წყალი საერთოდ არ აქვს. უწყლობის გამო სოფელში საბავშვო ბაღიც დაიკეტა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. "გვითხრეს, ამ თვეშიც გადაიხადეთ დენის გადასახადი და მერე წყლის მრიცხველებს ჩაგირთავთო. ყველამ გადავიხადეთ იმ იმედით რომ ჩართავდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. მას მერე წყალი აღარ მოსულა და ამის გამო საბავშვო...
წინა სტატია შემდეგი სტატია ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტს ადგილობრივი გზების მოწესრიგებაც კი ძალიან უჭირს. ამის მიზეზად ბერიძე ცენტრალიზებული მმართველობის პრობლემას ასახელებს, კერძოდ, იმას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გამო, ბალასტის ამოღებაც კი გართულებულია. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა. "ჩვენ, გარდა იმისა, რომ საგაზაოს ბალანსზე არსებული გზები გვაქვს გასაკეთებელი, არსებობს შიდა სასოფლო გზები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებშია...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას მარტიდან დაიწყებს. სოფელ ღადოლარიდან კოთელიამდე საგზაო სამუშაოებისთვის 3 078 196 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, გზის მშენებლობას კი მარტიდან დაიწყებენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, თუმცა ზამთარში მკაცრი კლიმატური პირობების გამო მშენებლობა ვერ დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო სამშენებლო სამმართველო...
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დაასრულდა. სოფლების უმრავლესობაში გზისა და წყლის სისტემების მოწყობა გადაწყდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადიგენის მერია დღეს სოფლებში შერჩეულ პრიორიტეტებს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის. 17 იანვრიდან დღემდე, ადიგენისს მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრები სულ 56 დასახლებულ პუნქტში გამართეს. აქ არ შედის დაბა ადიგენი, რადგან დაბაზე სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამით მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი წუხს, რომ დღევანდელი მდგომარეობა - არასაკმარისი ფინანსები და ქონება - ადგილობრივ თვითმმართველობას გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს, ვერ აგვარებს მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს და ამის გამო, ვერც შედეგზე ორიენტირებული და გამჭვირვალეა. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა. "როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, ყველა ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამარტივებული წესით შესყიდულ სამშენებლო სამუშაოებში გამოვლენილი დარღვევები პროკურატურაში გაგზავნას ექვემდებარება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 2016-2017 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადებულია 19 ხელშეკრულება, როემლთა საერთო ღირებულება 338 000 ლარია. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა ფაქტობრივი დანახარჯებით ანაზღაურების...
წინა სტატია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით (ADB), ფოთში წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ADB-ის მისიასთან ერთად, ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა და მხარის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ. "მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს მიმდინარე პროექტებზე. ამჟამად ხორციელდება წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, ადგილზე მუშაობს ჰოლანდიური კონტრაქტორი კომპანიის ოთხი ჯგუფი, სამუშაოებში ჩართულია ქართული მუშახელიც. ფოთში ასევე მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის...
წინა სტატია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით თბილისელები "კიდევ ერთხელ მოატყუა და გააცურა“. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ხაბეიშვილის თქმით, პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახსოვს, რომ კახა კალაძემ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ადმინისტრირებიდან ტაშფანდუით გაიყვანა „სითი პარკი“, თუმცა მოსახლეობის პარკირების პრობლემები ამით არ გადაწყვეტილა. "სითი პარკის სახელთან კი არ ჰქონდა თბილისელებს პრობლემა, არამედ პრობლემა იყო პარკირების ადგილები. ჯარიმები იყო დიდი და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ