რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ “საქართველოს სივრცის დაგეგმარების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. ინიციატივას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი წარადგენს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული იქნება შენობის ადგილმდებარეობაზე.
იერსახის დამახინჯებად ჩაითვლება შენობა-ნაგებობა, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა და შემოღობვა.
“საქართველოს მთავრობას აქვს ინიციატივა, რომელიც ცვლილების სახით აისახება ორგანულ კანონში. ეს მიზნად ისახავს დაზიანებული იერსახის შენობათა მიმართებაში ახალი პოლიტიკის ამოქმედებას, რომელიც ახდენს იერსახის პრევენციას ჩვენ დასახლებულ პუნქტებში. იმისათვის, რომ ის უარყოფითი პრაქტიკა, რომელიც ამ თვალსაზრისით გვაქვს იქნას მინიმიზირებული, მთავრობა პარლამენტს სთავაზობს, გარკვეული სანქციების ამოქმედებას. საუბარია იმ შენობებზე, რომლის იერსახე შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ველოდებით მომხხენებლისგან დასაბუთებას, თუ რა არის არგუმენტი, რასაც დაეფუძნა ამ პროექტის მომზადება“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ.