ბაკურიანი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე 3 078 196 ლარი დაიხარჯება

1436

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას მარტიდან დაიწყებს. სოფელ ღადოლარიდან კოთელიამდე საგზაო სამუშაოებისთვის 3 078 196 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, გზის მშენებლობას კი მარტიდან დაიწყებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, თუმცა ზამთარში მკაცრი კლიმატური პირობების გამო მშენებლობა ვერ დაიწყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საგზაო სამშენებლო სამმართველო Nო1“ განახორციელებს. მან ბაკურიანი–ახალქალაქის გზის ექვსკილომეტრიან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.