წინა სტატია სტატიის გაგრძელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, ტენდერები გამოცხადდა: ასპინძის სოფელ ორგორას, ადიგენის სოფელ ღორთუბნის , ახმეტის სოფელ ოსიაურის, ცაგერის სოფელ ლაილაშის, წალენჯიხის სოფელ ჯგალის, აბაშის სოფელ მაცხოვრისკარის და გორის სოფელ ოთარაშენის საჯარო სკოლების მშენებლობაზე. "ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალ სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და...
დაზიანებული სპორტულ მოედნებზე, რომელიც გორის მერიამ საფეხბურთო კლუბ ''გორის'' გადასცა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებას ა(ა)იპ "გორის საფეხბურთო კლუბი“ უზრუნველყოფს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაწყებულია წმინდაწყლის, ვერხვებისა და ჭალის დასახლებაში არსებულ სტადიონებზე. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები მოედნებისა და მათთვის განკუთვნილი შენობების სრულ რეაბილიტაციამდე. "აღნიშნულ მოედნებს საფეხბურთო კლუბი გამოიყენებს, გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის, დაბალი ასაკის ფეხბურთელთა გუნდების ვარჯიშების ჩასატარებლად. ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში...
ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა N4-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ბორდიური, ტროტუარი და 3 775 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშეოების ღირებულებამ 162 000 ლარი შეადგინა. "რაიონის მასშტაბით, საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულ დასახლებაში, სადაც 167 ოჯახი ცხოვრობს, გზის მოწყობა დავასრულეთ. დაზიანებული გზის საფარის გამო წლების განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი ექმნებოდათ. მსგავსი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია და მოსახლეობაც...
თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში, საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენის მესამე დღე თბილისის მერიის წარმომადგენლებს დაეთმო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს მოუსმინეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, პირველი თემატური...
წინა სტატია საქართველოს პარლამენტი ახალ ტყის კოდექსს მიიღებს. მთავრობამ კანონმდებლებს “საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტი უკვე წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მთავრობა განმარტავს, სატყეო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან...
წინა სტატია დღეიდან ტაქსის მძღოლებს საკუთარი ავტომობილებისთვის ორი სახის ვაუჩერი გადაეცემათ. ერთი ვაუჩერი ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვისთვის იქნება. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ნებართვის მფლობელ ტაქსისტებს, რომლებსაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერების მიღება, უკვე მიუვიდათ SMS-შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლონ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებულია...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა საჭირო თბილისში ზონალური პარკირების შემოღება. ამასთან, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე სიახლეებზე, მათ შორის, ავტობუსების პარკის განახლებასა და მეტროს შემადგენლობის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარკირების რეფორმა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად განხორციელდება. "მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ...
წინა სტატია ასპინძის სოფლების დიდ ნაწილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივებისთვის თავშეყრის ადგილები მოეწყობა. შერჩეული პრიორიტეტები ასპინძის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ იანვარსა და თებერვალში კრება 23 დასახლებულ პუნქტში გამართა. მოსახლეობამ 10 სხვადასხვა კატეგორიის 26 პროექტი შეარჩია. შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით ასპინძელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის თავშეყრის ადგილების მშენებლობა, ან რეაბილიტაციაა. ასპინძაში შერჩეული პრიორიტეტების ასეთია: სასმელი...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხით გაიზრდება პერსონალის ხელფასები და გაუმჯობესდება კვების რაციონი. "წელს ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღების დაფინანსება გაიზარდა, მოხდა ბაღებში მომუშავე პერსონალის ხელფასების ზრდა და კვების რაციონის გაუმჯობესება. 700 000 ლარია გათვალისწინებული ბაღებში კვებაზე. მთლიანად კი ბიუჯეტიდან სააღმზრდელო დაწესებულებებზე 2 100 000 ლარი დაიხარჯება”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ბათუმის მერია ქობულეთს 2004 წელს გამოშვებულ ავტობუსს გადასცემს, რომლის ახლანდელი ღირებულებაც 700 ლარია. შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება მიმდინარეობს, ბათუმის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ერთი ავტობუსის ქობულეთისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. როგორც მოხსენებით ბარათში ბათუმის მერიის ქონებისა და სერვისების მართვის ხელმძღვანელი წერს, 2004 წელს შეძენილი ავტობუსის ამჟამინდელი ღირებულება 700 ლარია. ავტობუსის გადაცემის...
წინა სტატია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, კონკურსი განსხვავებული წესით გამოცხადდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერების...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში ნაპირდაცვისა და ბულვარის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის აღდგენას და ბულვარის ქვაფენილით მოწყობას ითვალისწინებს.პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია. ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი ბულვარი მოეწობა, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები და შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო...
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის სოფელ ხირსაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვერას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილობრივებმა სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ხელისუფლებას მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. "როგორც აღინიშნა, წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხირსაში 12 000 ლარი დაიხარჯება. საჭიროების შემთხვევაში, განსახორციელებელ პროექტებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია დღეიდან თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. "პირველ ეტაპზე, სამუშაოები ჟვანიას მოედნიდან დაიწყება, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ თვეში დასრულდება“, - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კანდელაკის...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობა, შესაძლოა, გადაიტანონ ან მის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდეს, მისი თქმით, ადგილზე დღეს არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქის მთავრობისა და ზოგადად, თბილისისთვის. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. "ასეთი მდგომარეობა ქალაქის ცენტრში სასურველი არ არის. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი არის ბაზრობის მთლიანად გადატანა და დედაქალაქის მთავრობა მზად არის, შექმნას ყველანაირად მოწესრიგებული შესაბამისი...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ საკრებულოს უმრავლესობაში დაშლის და გაყოფის საკითხი ჯერჯერობით არ დგას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ჩვენ ვიცით ის საკითხი, რომლის გამოც საპარლამენტო უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობა, მათ აქვთ მისაღები გადაწყვეტილებები, მათ შორის უმრავლესობას და მთლიანად პარლამენტს. ამის გამო აქვთ აზრთა სხვადასხვაობა. საკრებულოს წინაშე ეს საკითხი არ დგას პირდაპირ და არ შედის საკრებულოს უფლებამოსილებაში, ამიტომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ