დაზიანებული სპორტულ მოედნებზე, რომელიც გორის მერიამ საფეხბურთო კლუბ ”გორის” გადასცა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ობიექტების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებას ა(ა)იპ “გორის საფეხბურთო კლუბი“ უზრუნველყოფს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაწყებულია წმინდაწყლის, ვერხვებისა და ჭალის დასახლებაში არსებულ სტადიონებზე. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები მოედნებისა და მათთვის განკუთვნილი შენობების სრულ რეაბილიტაციამდე.
“აღნიშნულ მოედნებს საფეხბურთო კლუბი გამოიყენებს, გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის, დაბალი ასაკის ფეხბურთელთა გუნდების ვარჯიშების ჩასატარებლად. ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში მდებარე სტადიონების კლუბისათვის გადაცემა ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ფეხბურთით დაინტერესების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მთელი ქალაქის მასშტაბით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.