კიდევ 7 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

1109

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, ტენდერები გამოცხადდა: ასპინძის სოფელ ორგორას, ადიგენის სოფელ ღორთუბნის , ახმეტის სოფელ ოსიაურის, ცაგერის სოფელ ლაილაშის, წალენჯიხის სოფელ ჯგალის, აბაშის სოფელ მაცხოვრისკარის და გორის სოფელ ოთარაშენის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

“ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალ სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”, – განმარტავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მოცემულ ეტაპზე, მუნიციპალურ განვითარების ფონდს 29 სკოლიდან 18 სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

ამასთან, ტენდერი უკვე გამოცხადებულია ხარაგაულის სოფელ კიცხის, ჭიათურის სოფელ რგანის, ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარის, ადიგენის სოფელ ბენარის, ჩოხატაურის სოფელ გუთურის, მარნეულის სოფელ ცოფის, გორის სოფელ პატარა მეჯვრისხევის, ზესტაფონის სოფელ არგვეთას, წყალტუბოს სოფელ წყალტუბოს, ლაგოდეხის სოფელ კაბალის და ხობის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლების მშენებლობაზე.

ასევე, ცნობილია, რომელ სოფლებში აშენდება 2019 წელს ახალი საჯარო სკოლები.

სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.