თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისს ივლისისთვის 3D რუკა ექნება. მისი თქმით, პროექტის გასახორციელებლად მერიას გამოცხადებული ჰქონდა ინტერესთა გამოხატვა და გამარჯვებული კომპანია მუშაობას 1-ლი მარტიტან შეუდგა.
"თბილისს მალე ექნება 3D რუკა, რომლის ნახვაც, ასევე, მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტის განხორციელებაზე და პირველი მარტიდან დაიწყო კომპანიამ მუშაობა, რომელიც უკვე ივლისისთვის უნდა იყოს დასრულებული და...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ადგილას შეეძლებათ.
"ზუსტად ერთი წლის წინ თბილისის მერიამ აამოქმედა რეგულაციები მიკროავტობუსებისთვის. ადრე მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ გაეჩერებინათ ყველგან. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქში ყველანაირი თვალსაზრისით, შესაბამისად, ჩვენ, შარშან შევარჩიეთ 14 ცენტრალური ქუჩა და ისინი დავავალდებულეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი...
განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში აკვაპარკის ტერიტორიაზე "კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომლებმა ფიჭვის ხეები მოჭრეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, მოჭრილია დაზიანებული ფიჭვის რვა ხე. მათივე განმარტებით, მცენარეები საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ხეების მოჭრის გადაწყვეტილება კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
მერიაში ამბობენ, რომ მოჭრილი მცენარეების ნაცვლად ახალს დარგავენ. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე დასარგავი სხვადასხვა სახის მრავალწლიანი ხე-მცენარის შესყიდვაზე ტენდერი უკვე დასრულდა. აღნიშნული...
წინა სტატია
ქუთაისში "თეთრი ხიდის" გახმაურებული პროექტის შემდეგ მერიამ რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა. სამუშაოებისთვის ტენდერიც გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა, როგორც გამოცემა "ნიუპრესი" წერს, რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. სატენდერო მონაცემებით ირკვევა, რომ მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება აღარ გააფორმა.
სარეაბილიტაციო სამუშოები კომპანია "ლა მოდერნას" უნდა განეხორციელებინა. კომპანიის წარმოადგენელი 2018 წლის დეკემბერში აცხადებდა, რომ რეაბილიტაციისთვის მზადება მიმდინარეობდა, რაც სამუშაოების რამდენიმე ეტაპს...
დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებენ.
როგორც მერიაში განმარტავენ, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ განსაკუთრებული ყურადღება პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა.
"ამ დროისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს....
ახალციხის მერის "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ“ ხმათა უმრავლესობით, თავმჯდომარის პოზიციაზე "სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის" დირექტორი ნინო რუხაძე აირჩია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ამასთან, დღეს მერიაში "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაც გაიმართა, სადაც "დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარემ გია ანდღულაძემ ახალციხის სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გარდა აღნიშნულისა, კიდევ რა საკითხები დაისვა სხდომზე უცნობია, რადგან მერმა შეხვედრის ნაწილი დახურა:
"დღევანდელი შეხვედრა შიდა საორგანიზაციოა, დღეს უნდა...
წინა სტატია
ქალაქ დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სახლებს, მათ შორისაა ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების სახლებიც.
ჯამში რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, საიდანაც 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. ასევე, პროექტი, დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების განახლებას...
თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, საკრებულოსა და “ავერსი-ფარმას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ბირბიჩაძემ და ფარმაცევტული კომპანია შპს“ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ მოაწერეს.
როგორც საკრებულოში განმარტავენ, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების შეძენისთვის დახმარების თხოვნით მიმართავენ, "ავერსი ფარმა“ წამლებს შეღავათიან, ფასდაკლების დღეებში არსებული...
საფინანსო შეთანხმების - “ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოსთვის 48 მილიონ ევრომდე დახმარებაა გათვალისწინებული, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საფინანსო შეთანხმების - "ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“ ფარგლებში საქართველოსათვის გათვალისწინებულია 48 მილიონ ევრომდე დახმარება. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება...
თბილისის მერი კახა კალაძე საგზაო-სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს. დედაქალაქის მერმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით, ხარისხის გაუმჯობესება სთხოვა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, კახა კალაძემ შეხვედრაზე მერიის ინიციატივით დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. თავის მხრივ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა...
მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით აქვთ. სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი, პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება და მას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.
"პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს....
კახეთში 10-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამდენივე ამბულატორია აშენდება, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 25-მდე ამბულატორიას, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში პირველ ეტაპზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და გზების პრობლემაა მოსაწესრიგებელი.
"გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის პრევენციაზეც იმუშავებს, ამისათვის კი კახეთის მასშტაბით განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარეების კალაპოტის გაწმენდა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ღვარცოფის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავების აკრძალვას აპროტესტებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ისინი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვას ითხოვენ, რომ ზაფხულში მოტოციკლებისა და კვადროციკლების გაქირავება ბულვარის ტერიტორიაზე შეძლონ.
მათივე თქმით, აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ტელევიზიით გაიგეს და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მათთვის არ უცნობებია.
"ჩვენ გამოვიტანეთ სესხები და ამით შევიძინეთ მოტოციკლები და კვადროციკლები. ვითხოვთ, რომ წელს...
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს კანიონი დამთვალიერებლისთვის გაიხსნა.
როგორც დაცული ტეროტორიების სააგენტოში აცხადებენ, კანიონზე კიდული ბილიკისა და გადასახედი პლატფორმის საფარი შეიცვალა და ლითონის გამჭვირვალე იატაკი დაიგო, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით, ხოლო გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით.
ამასთან, ცნობილია, რომ მარტვილის კანიონისა...
წინა სტატია
ქუთაისში აღმაშენებლის N112–ში ორი წლის წინ აშენებულ დევნილთა საცხოვრებელ 14 სართულიან კორპუსში ინფრასტრუქტურა მოშლილია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრეცლებს.
შენობაში მცხოვრებლები კომპანიას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებენ და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.
https://www.youtube.com/watch?v=v1St2ilI2wc
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილედ ოლეგ ხუბულური დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე მუშაობა ხუბულურმა 18 მარტს ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა ლაფაჩი შიდა ქართლის სახელმწიფო რემუნებულის ადმინისტრაციის უფროსად გადავიდა.
ამ დრომდე ვაკანტურია ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის პოსტიც.
კანონის მიხედვით, ეს მოვალეობა ახლადდანიშნულმა ოლეგ ხუბულურმა უნდა შეასრულოს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































