გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

1153

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილედ ოლეგ ხუბულური დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე მუშაობა ხუბულურმა 18 მარტს ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა ლაფაჩი შიდა ქართლის სახელმწიფო რემუნებულის ადმინისტრაციის უფროსად გადავიდა.

ამ დრომდე ვაკანტურია ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის პოსტიც.

კანონის მიხედვით, ეს მოვალეობა ახლადდანიშნულმა ოლეგ ხუბულურმა უნდა შეასრულოს.