წინა სტატია
კომპანია "ანტ სტროი ლტდ 2016-ი“, რომელსაც ფოთის მერიამ ხელშეკურლება მალთაყვაში შეუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების გამო შეუწყვიტა, პასუხისმგებლობას თავად მერიას აკისრებს, მას გულგრილობაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კომპანიის იურისტმა გიორგი მონიავას თქმით, მალთაყვის სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტი 3 ნაწილად იყო დაყოფილი, პირველი სხვა კომპანიამ შეასრულა, მათ კი მეორე ნაწილის დასრულების შესაძლებლობა მერიამ მიზანმიმართულად არ მისცა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების...
წინა სტატია
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
"2019 წელი კახეთის რეგიონისთვის იქნება დატვირთული, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წელი. იგეგმება 350-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მათ შორის, საგაერეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც გააძლიერებს სოფელს და განავითარებს ტურისტულ მიმართულებას”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში 10-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი...
2018 წელს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების თანამშრომლების პრემია-დანამატებისთვის 370 177 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 12 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებს და ყველაში ერთად 775 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის, 29 ხელშეკრულებითაა აყვანილი. 2018 წელს, პრემია-დანამატები ხუთ ა(ა)იპ-ში გაიცა და 160 043 ლარი ასე გადანაწილდა: ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება – 82 741 ლარი; ახალციხის ციხე – 46 584 ლარი; კულტურის...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს, ერთ თვეში დეპუტატის უფლებამოსილებასაც შეუწყვეტენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
2018 წლის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში სულ 17 რიგგარეშე და გეგმიური სხდომა ჩაატარა. წარმომადგენლობითო ორგანოდან გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, "პატრიოტთა ალიანისის“ წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე 17 სხდომიდან მხოლოდ სამს დაესწრო. ამასთან, ყოფილი თავმჯდომარე 2018 წლის თებერვლის შემდეგ საკრებულოს სხდომებზე...
სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით, 7 მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს ყველა სოფელში, მუნიციპალიტეტში და ქალაქში, იყოს თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა, სადაც საშუალება იქნება, გაკვეთილები ევროპული სტანდარტით ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემის წარმატების უკან ძლიერი სკოლა დგას და აქედან გამომდინარე, სკოლებს...
თბილისში ველობილიკებსა და "ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის, ხიზანიშვილის, ვეკუასა და კანდელაკის ქუჩებზე. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"წინასწარი ინფორმაციით, იქ, სადაც ავტობუსებისთვის იქნება განკუთვნილი ზოლები გამოყოფილი, პირველი ეტაპისთვის 300-მდე ვიდეოკამერის დამონტაჟების საკითხი დადგა...
მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებთან ერთად გაიმართება, თუმცა, ცესკოს თარიღი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მხოლოდ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი არჩევნების თარიღი გამოაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმატებით, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ახალი ვადები.
"მოგეხსენებათ, რომ...
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 600 000 - მდე ლარის ღირებულების 153 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის 22 ადმინისტრაციული ერთეულის 115 სოფელში, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ადგილობრივებმა საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. აღნიშნული პროექტები, რომელიც გორის მერიამ შესათანხმებლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა, საკრებულოს წევრებმა 11 მარტის სხდომაზე დაამტკიცეს.
სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, სკოლებისა...
ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ერთ-ერთი პროექტი ც. დადიანის ქუჩა N65-ში ხორციელდება, სადაც წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება - მოეწყო რვა საკომუნიკაციო ჭა და მილები 276 გრძივ მეტრზე იცვლება. კორპუსში 108 ოჯახი ცხოვრობს.
"რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელ შენობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დადიანის N65-ში 12-სართულიანი კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია...
გლდანის რაიონში ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც, დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
ასევე, სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. პროექტის შედეგად, მოსახლეობა გრუნტის გზის ნაცვლად, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "ენკა“ აწარმოებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარით დაფინანსდა.
"გლდანის რაიონში რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალურ...
მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბაგა-ბაღების მშენებლობის მიზნით, უპრეცედენტოდ მაღალი თანხა - 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.
დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ, ბაგა-ბაღით სარგებლობას 300-მდე აღსაზრდელი შეძლებს და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის...
დიდუბის რაიონში, სამ ამორტიზებულ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კერძოდ, ლიფტები თევდორე მღვდლის ქუჩა N48-ში,
მირცხულავას ქუჩა N10-სა და აკაკი წერეთლის გამზირი N99ა-ში განახლდა.
აღნიშნული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს. როგორც დიდუბის გამგეობაში აცხადებენ, პროექტების საერთო ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგინა.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიდუბის რაიონის გამგეობა დამატებით 15 ამორტიზებული ლიფტის განახლება-შეცვლას გეგმას.
თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, წყალარინების ქსელის მოწყობა 4, ხოლო სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები კი შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, მიცკევიჩის ქ. N15, ბახტრიონის ქ. N12ა და N16, დები იშხნელების ქუჩა N4, დიდი დიღომი, ბრწყინვალეს ქუჩა N21.
გარდა ამისა, საირმის N11, თამარაშვილის N17, დიდი დიღომი, მე-3 მიკრორაიონის კორპუსი N 3, ბრწყინვალეს ქუჩა N 5ა და თავდადებულის ქუჩა N 6-ში დაწყებულია...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია 1150 მეტრი სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდ და მოეწყო 5 მეტრის სიგანის საავტომობილო გზა გვერდულებით, ასევე, დაიგო 5750 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი.
გზის რეაბილიტაცია კომპანია "ენ სი სიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 321 577 ლარი დაიხარჯა.
"ამ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო....
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას თვითმმართველობის აკადემიის შექმნის იდეა აქვს. ამის შესახებ მან გუშინ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ აკადემიამ უნდა უზრუნველყოს როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირების - მერების, მათი მოადგილეების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების, ისე თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
"აკადემიის მიზანი უნდა იყოს სახელმწიფო მართვის თანამედროვე მენეჯერების და ადგილობრივი მმართველობის მოხელეთა მომზადება...
სტატიის გაგრძელება
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კერძოდ, განახლდება კიბეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, განთავსდება სკამები და ურნები. გარდა ამისა, სკვერი განათდება და გამწვანდება - დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება დეკორატიული ხეები და ბუჩქები.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ინტერტექნოლოგი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 250 000 ლარზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































