მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 1 600 000 – მდე ლარის ღირებულების 153 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის 22 ადმინისტრაციული ერთეულის 115 სოფელში, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ადგილობრივებმა საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. აღნიშნული პროექტები, რომელიც გორის მერიამ შესათანხმებლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინა, საკრებულოს წევრებმა 11 მარტის სხდომაზე დაამტკიცეს.
სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ობიექტების შენობების რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემის მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და როექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები მალე გამოცხადდება.