კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
“2019 წელი კახეთის რეგიონისთვის იქნება დატვირთული, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების წელი. იგეგმება 350-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. მათ შორის, საგაერეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც გააძლიერებს სოფელს და განავითარებს ტურისტულ მიმართულებას”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, კახეთში 10-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამდენივე ამბულატორია აშენდება, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 25-მდე ამბულატორიას.