ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მერის მოადგილედ ზურაბ როსებაშვილი დაინიშნა. ზურაბ როსებაშვილი გორის წინა მოწვევის საკარებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. შეგახსენებთ, აღშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ, რაც 29 მარტს ხაშურის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე თანამდებობიდან გადადგა.  ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, ჩხიტუნიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, მინი საფეხბურთო მოედნების, ხიდებისა და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვისაც ლაგოდეხში 930 000 ლარი დაიხარჯება. "მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 25 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. გარეგანათების, სკვერების, საბავშვო ბაღში ატრაქციონებისა და ღია ტრენაჟორები მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა - ეს იმ 25 ინფრასტრუქტურული პროექტის არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვისაც 340 000 ლარი დაიხარჯება. პროექტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე. შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა....
თელავის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ექნება. დოკუმენტი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტი 2017 წლის 14 დეკემბერს შეუერთდა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის განმარტებით, გეგმის ძირითადი მიმართულებებია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და შრომის ბაზარი, რომელთა განვითარება მუნიციპალიტეტის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი...
პირველ აპრილს, ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიის თავმჯდომარის ვიოლეტა ბალახაშვილის განცხადებით დაიწყო. მან დეპუტატებს პოზიციის დატოვების შესახებ აცნობა. "პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის, ვიოლეტა ბალახაშვილის განცხადების შემდეგ სხდომა "ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ბაქარ შირაძემ დატოვეს. "ვიოლეტა ბალახაშვილი კარგადაც მუშაობდა და კარგადაც უძღვებოდა თავის საქმეს, ახლა კი აიძულეს დაეტოვებინა თანამდებობა. მიზეზი ისაა, რომ...
წინა სტატია ათთვიანი პაუზის შემდეგ, ბორჯომის საკრებულომ გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შეარჩია. პირველი აპრილიდან ამ პოზიციას "ქართული ოცნების“ დეპუტატი ივანე შალუტაშვილი დაიკავებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე, პირველ აპრილს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელა. შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიას უკვე 10 თვეა რაც თავმჯდომარე არ ჰყავს. ამის გამო...
წინა სტატია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველ აპრილს გამართულ სხდომაზე დეპუტატ ზაზა ჩაჩანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ამბობს, გადაწყვეტილება ჩაჩანიძის გარიცხვის შესახებ, იურიდიული კომისიის დასკვნის შემდეგ მიიღეს. "საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ დადო დასკვნა, რომ ჩაჩანიძე ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდა. ამიტომ გავრიცხეთ და ახლა ცესკოს უნდა მივმართოთ, რომ პროპორციული სიის მიხედვით...
ქუთაისში “მეიჯორელი ჯორჯიას“ ახალი ოფისი გაიხსნა. თბილისის შემდეგ, ეს კომპანიის მეორე ფილიალია საქართველოში. პირველი ოფისი თბილისში 2016 წელს გაიხსნა, სადაც უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის და ეს ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალაქ ქუთაისისთვის, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის. ამსთან, კომპანიის სამომავლო გეგმები...
ა(ა)იპ ახალციხის ციხეზე რეოგრანიზაცია მიმდინარეობს, იგეგმება რამდენიმე სამსახურის გაერთიანება. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კი თანამშრომლები უკვე გააფრთხილეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ არ საუბრობენ. "წინასწარ ვერ გეტყვით რამდენი სამსახური ერთიანდება, დეტალებზე ვმუშაობთ. გვინდა, რომ გამართული სტრუქტურა შევქმნათ“, – ამბობს ა(ა)იპ "ახალციხის ციხის“ დირექტორი დავით ტაბატაძე. რეოგრანიზაციის შესახებ "ახალციხის ციხის“ თანამშრომლებმა განცხადებას ხელი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მოაწერეს. ტაბატაძე...
წინა სტატია მთაწმინდის რაიონში ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. "ამ ეტაპზე, სკვერში არსებული, ძველი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და მისი ტერიტორიიდან გატანა მიმდინარეობს, რომელსაც გამგეობის კონტრაქტორი კომპანია "გრინსერვისი“ ახორციელებს. აღნიშნულ პროექტს, რომელიც თბილისს ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა, მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს. პროექტის ღირებულება 960 ათასი ლარია. ვილნიუსის სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება, რომლის შიდა...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოებს აწარმოებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პროექტი თბილისის ზღვიდან ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში ჩასასვლელი გზის, სამების საკათედრო ტაძრისა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დამაკავშირებელი გზის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის, მონასტერთან მისასვლელი გზის, შიდა გზებისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის სამუშაოებს ითვალისწინებს. "მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა...
წინა სტატია დედაქალაქის მერი კახა კალაძე ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, ასევე, მიწისქვეშა პარკინგი დაათვალიერა და განაცხადა, რომ პროცესი მაისის ბოლოსთვის დასრულდება. "ორბელიანის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების ჩათვლით. გარდა ამისა, აქ მოეწყო პირველი მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც 170 ავტომანქანაზეა გათვლილი. ეს არის ყველაზე დიდი...
წინა სტატია შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სასმელი წყლით 100-მდე ოჯახს უზრუნველყოფს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქსელის მშენებლობით შინდისში ათეული წლების განმავლობაში არსებული სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა გადაიჭრა. "აქ მცხოვრებ ადამიანებს, დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ და ეს მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მათ ჰქონდათ ერთი დიდი ავზი შინდისის შესასვლელში, იქ ისხმებოდა წყალი და...
დიდ დიღომში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მათ შორის, დაგეგმილია ათამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დიდ დიღომში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. როგორც საბურთალოს გამგეობაში განმარტავენ, დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში N29 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშეოების ფარგლებში, საბავშვო მოედანი, სხვადასხვა ატრაქციონი, განათების სისტემა და სკამები მოეწყობა. ასევე, სკვერი აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, გამწვანდება სხვადასხვა სახის...
საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე - იყალთოს ქუჩა N26-ის, ვაჟა-ფშაველას გამზირი N18-ისა და ნუცუბიძის ქუჩა N40-ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა. როგორც საბურთალოს რაიონის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართებზე რსებობდა გრუნტის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გამგეობამ საყრდენი კედლების მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 126 613 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი შპს "პასაჟი საქართველომ“ განახორციელა. https://www.facebook.com/DistrictofSaburtalo/posts/2079267655456210?__xts__=68.ARAX0EpwtZNPJRJKplUw7eI4COZif8UckriLtDukuJTmUdmOjQw2jCwrPGBT6JBbr5WY4gfstufYtlkw3G1nsYZTht6Wj8TsKTILAWc7NIS87jgJ96uZIzPvYdMyoZhDbU9I6HJYahYvD_B6SSFeXBaWwd2syoE6T27toe45bmhjfNoqGeyVLe3h47onmv3CFrb5DspJcbUEvkIAySZKOGKpCI6Buou825O-ta8-2g-Ur7r8duoUaEJgFz6tT0MQIgl0BEPHTbBZTvOEaOrRZJC7gWvDs51kA-w-GQrkLbowypS4JesGQ6UdOfiFFuQ4-9HQh3PTOgKBYVpd8FZ0n-dsOS-oJuD6I-dl7hXjxl_9vJZggKBxWn7v6Jh5v1B2ojtOtrniYM8TShEizZGHJz_kx1a9JktiDmTnVmoYulCl1-6cmxr3Opb4gf7n9EGdNcT35OSUKTQNI1DdVYKV&__tn__=-R
ვაკის რაიონში ორ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება. კერძოდ, როგორც ვაკის გამგეობაში აცხადებენ, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშეოები ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში და ყაზბეგის გამზირზე მიმდინარეობს. ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი მოედანი, საპარკე ინფრასტრუქტურა და განათების სისტემა მოეწყობა, ასევე განახლდება ღობე. ხოლო, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ნანტის სკვერში განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო მოედანი, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემები. მასთან, სკვერის ტერიტორიაზე მოეწყობა მცენარეების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ