ქუთაისში “მეიჯორელი ჯორჯიას“ ახალი ოფისი გაიხსნა. თბილისის შემდეგ, ეს კომპანიის მეორე ფილიალია საქართველოში. პირველი ოფისი თბილისში 2016 წელს გაიხსნა, სადაც უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის და ეს ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალაქ ქუთაისისთვის, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის. ამსთან, კომპანიის სამომავლო გეგმები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის.
ქვეყნის მასშტაბით არა ერთი კვლევის ჩატარების შედეგად, “მეიჯორელის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქუთაისში გერმანული ენის ცოდნის დონე ქმნის საფუძველს და ბაზას კომპანიის მომავალი განვითარებისათვის.
ახალი ოფისის გახნას კომპანის წარმომადგენლები, მათ შორის, “მეიჯორელის“ ხელმძღვანელობა, ასევე, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სახელით, “მეიჯორელი“ (ყოფილი Arvato) ავითარებს, გეგმავს და ახორციელებს კლიენტთა მომსახურების დიფერენცირებას – უზრუნველყოფს, როგორც კლიენტთან ურთიერთობის კლასიკურ სერვისს, ისე ციფრულ გადაწყვეტებს, მაგალითად, სოციალური მედია და “ონლაინ“ კომუნიკაცია, ავტომატიზირებული ინტერაქცია და AI (ხელოვნური ინტელექტი), ანალიტიკა, თვითმომსახურება და სხვა.
“მეიჯორელი“ აერთიანებს Bertelsmann-ისა and Saham ჯგუფის მსოფლიოს მომხმარებელთა მომსახურების ბიზნესს, რომელთა შორის არიან Arvato CRM Solutions, Phone Group, ECCO Outsourcing და Pioneers Outsourcing. ჯგუფი 500-ზე მეტ კლიენტს უწევს მომსახურებას და მისი ერთობლივი ყოველწლიური შემოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1.2 მილიარდი აშშ დოლარია. ჯგუფს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 48 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, ლიდერია ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე და, ასევე, ოპერირებს აზიისა და ამერიკის კონტინენენტებზე”, – განმარტავენ კომპანიის წარმომადგენლები.