ხაშურში ასათიანი ქუჩაზე მოსახლეობამ ორმოულები საკუთარი სახსრებით ამოავსო. ამისათვის, ის ნარჩენები გამოიყენეს, რომელიც წყალმომარაგების კომპანიის ეზოში იყო დაგროვებული. ორმოულების ამოვსების შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი ამბობს, რომ ქუჩას რეაბილიტაცია მანამდე არ ჩაუტარდება, ვიდრე სასმელი და საკანალიზაციო ქსელი სრულად არ მოეწყობა. აღნიშნული პროექტი კი 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.
"ცოტა...
გორის მერიის დაკვეთით წიგნი სახელწოდებით "ქართული მართლმადიდებლური სამყარო" გამოიცემა. მერიამ სტამბას უკვე 50 ცალი წიგნის დაბეჭდვის შეკვეთა მისცა. ერთი ცალი წიგნის ფასი 35 ლარი იქნება. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავცელებს.
გორის მერია პარალელურად 50 ბროშურასაც ბეჭდავს. სადაც ასახული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ისტორიული და კულტურული ძეგლები. ერთი ცალი ბროშურა 3 ლარი და 50 თეთრი ეღირება.
ჯამში მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 925 ლარი დაიხარჯება.
ახალციხეში თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. მუნიციპალიტეტის მთავარი სამსახური წელიწადნახევარია ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია, 2017 წლის პირველი დეკემბრიდან ვაკანტურია, მანამდე კი ამ პოზიციას თვითმმართველ ქალაქში გელვასი გელაძე, ხოლო თემში ემზარ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი ბოლოს იანვარში გამოცხადდა. საკონკურსო კომისიის ერთ–ერთი წევრი...
წინა სტატია
შპს "თბილსერვის ჯგუფმა“ ვერეს ხეობაში, თამარაშვილის ქუჩიდან ახალი გზის მიმართულებით, მოსახლეობის მიერ დანაგვიანებული ფერდობებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო.
"მდინარე ვერეს კალაპოტი და მიმდებარე ფერდობები დაბინძურებულია. ამჟამად, ვერეს კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები ხორციელდება. საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანია და შესაბამისად, რთული სამუშაოებია ჩასატარებელი, თუმცა „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტერიტორია სრულად მოაწესრიგოს. ამის შემდეგ გადავალთ უკვე ქალაქის შემოსავლელისა...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში გამართულ საპროტესტო აქციაზე დგილობრივებმა სოფლის გაზიფიცირება და წყლის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ჩვენი სოფელი ყველასგან მივიწყებულია. ირგვლივ სოფელები გაზფიცირებულია. ჩვენ კი უამრავი პრობლემა გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. გაზი არ არის, წყალი არაა, ფაროსანამაც გაგვინადგურა ყველაფერი. არადა, ჩვენი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა. დღეს გზის გადაკეტვას ვაპირებდით, მაგრამ ხელისუფლების თხოვნით თავი შევიკავეთ. დრო მივეცით მათ....
წინა სტატია
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი მოეწყო. მეორე ეტაპზე კი, ვარდისუბნის ქუჩაზე, 2.5 კილომეტრზე, 500 მმ გარე ქსელი და 100 ერთეული ჭა მოეწყობა.
“მუხიანის აგარაკებზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში კიდევ ერთი ახალი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ ორი ახალი ეკო-ტურისტული კოტეჯი აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 113 772 ლარი გამოიყოფა.
"ეკო-ტურისტული კოტეჯების მშენებლობა ვიზიტორებს პარკის ტერიტორიაზე განთავსების ახალ შესაძლებლობას შესთავაზებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ჯავახეთის ტურისტული პოტენციალისა და მიმზიდველობის ზრდას.
პროექტის საერთო ღირებულება...
საკმაოდ უჩვეულოა, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს ამ ტიპის კონფერენციას და მე გადავწყვიტე, აქ მოვსულიყავი და დავსწრებოდი კონფერენციის გახსნას, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს განვითარება გადის თავისი რეგიონების და ამდენად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის "სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიტენმა სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა...
წინა სტატია
რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აუცილებელია საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ამომცნობი დეტექტორები დამონტაჟდეს. კალაძის თქმით, შეთანხმება აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია.
"მე ამაზე მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სამინისტროებთან, ვინც უნდა გააკეთოს ეს რეგულაციები. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი თუ როგორ ვხედავთ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მათი თანხმობაც არის და ერთიანი ძალისხმევით...
2019 წლის მარტის თვეში, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2 915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.
"ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები", - აცხადებენ ყაზტრანსგაზ-თბილისში.
რაიონების...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მესტიის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
როგორც წყალმომარაგების კომპანიასი აცხადებენ, ამ დროისთვის, პროექტის შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2019 წლის 23 აპრილის 16:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ.
პროექტის დაწყება 2019 წლის ივნისშია დაგეგმილი და 2021 წლის თებერვალში დასრულდება.
"მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა დღემდე არ არსებობს, პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და...
წინა სტატია
თბილისში საზიარო ავტომობილის ე.წ ქარშეარინგის პროექტი ამოქმედდა. კომპანია "aicar-ს“ თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 000 ელექტრომობილი ჩაერთვება.
მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში მდებარე "aicar-ის" მანქანა და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ კი, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება.
სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და ის...
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა 6 აპრილს თანამდებობა დატოვა.
საჩიშვილის თანამდებობიდან წასვლას ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებს. მისი თქმით, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გეგმავს წასვლას.
“ჩემი სურვილით დავტოვე თელავის მერის თანამდებობა. თითქმის ორი თვე ვერ დავდიოდი სამსახურში, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს. საქართველოში ექიმები ვერ მისვამენ დიაგნოზს, ამიტომ სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა წავიდე”, – განაცხადა ალექსანდრე საჩიშვილმა.
ის თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ 2017 წელს დაინიშნა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, დაზიანებული და განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
“იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, რომლის ლოკალიზებაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დროულად იზრუნა. ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით დაუდგენელია”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის...
2019 წელს გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს 7 192 000 ლარით, ხოლო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და მოსწავლეთა ტრანსპორტირებას 1 938 300 ლარით დააფინანსებს.
გარდა ამისა, სკოლების განათლება - არაფინანსური აქტივებისთვის 1 877 600 ლარია გათვალისწინებული.
მერიის განათლების განყოფილების უფროსის ნინო ბერიანიძის განმარტებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბიუჯეტი ძირითადად კვებაზე, ხელფასებზე, ახალი ჯგუფების დამატებასა და...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ახალციხის ციხიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ციხეზე ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისულფებული ექვსი თანამშრომელიდან ერთ–ერთი გამწვანების სპეციალისტი რეზო გიქოშვილია. იგი ახალციხის ციხეზე 2012 წლიდან მუშაობდა. გიქოშვილი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში საყვედური არასდროს მიუღია და სამსახური დაუმსახურებლად დაატოვებინეს, ამიტომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული სხვა თანამშრომლებიც. თუმცა მათ ჯერ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































