გორის მერია ქართული მართლმადიდებლური სამყაროს შესახებ წიგნს გამოსცემს

1321

გორის მერიის დაკვეთით წიგნი სახელწოდებით “ქართული მართლმადიდებლური სამყარო” გამოიცემა. მერიამ სტამბას უკვე 50 ცალი წიგნის დაბეჭდვის შეკვეთა მისცა. ერთი ცალი წიგნის ფასი 35 ლარი იქნება. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავცელებს.

გორის მერია პარალელურად 50 ბროშურასაც ბეჭდავს. სადაც ასახული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ისტორიული და კულტურული ძეგლები. ერთი ცალი ბროშურა 3 ლარი და 50 თეთრი ეღირება.

ჯამში მუნიციპალური ბიუჯეტიდან 1 925 ლარი დაიხარჯება.