თბილისში საზიარო ავტომობილის ე.წ ქარშეარინგის პროექტი ამოქმედდა. კომპანია “aicar-ს“ თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 000 ელექტრომობილი ჩაერთვება.
მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში მდებარე “aicar-ის” მანქანა და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს. ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ კი, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება.
სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც კილომეტრების, ასევე, დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. 1 კმ – 40 თეთრი, 1 წუთი კი – 8 თეთრი ღირს და ფასი ორივე კომპონენტის მიხედვით ითვლება.
შეგახსენებთ, რომ Car Sharing-ის პროგრამა იანვარში თბილისის მერმა კახა კალაძემ დააანონსა.