გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

675

წინა სტატია

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი მოეწყო. მეორე ეტაპზე კი, ვარდისუბნის ქუჩაზე, 2.5 კილომეტრზე, 500 მმ გარე ქსელი და 100 ერთეული ჭა მოეწყობა.

“მუხიანის აგარაკებზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. აქ მსგავსი სისტემა არასდროს ყოფილა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდა. სამუშაოების ჩატარება გასულ წელს დავიწყეთ. პროექტი დაახლოებით ივლისში მთლიანად დასრულდება. როგორც წყალარინების სისტემა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ამ ეტაპზე ცენტრალური დაერთების სამუშაოები დასრულებულია, ახლა კი ქუჩებში დაქსელვის სამუშაოები იწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “გზა“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე 750 000 ლარი დაიხარჯება.

გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს.იხილეთ ვრცლად : http://tbilisi.gov.ge/news/7425

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on კვირა, 07 აპრილი, 2019