თბილისში 2 915 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ჩაჭრეს

620

2019 წლის მარტის თვეში, კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2 915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები”, – აცხადებენ ყაზტრანსგაზ-თბილისში.

რაიონების მიხედვით მარტის თვის სტატისტიკა, სადაც კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩახსნეს ასე გამოიყურება სამგორი – 585; ჩუღურეთში – 430; სანზონა – 332; ისანი – 287; ნაძალადევი – 284; გლდანი – 231; მთაწმინდა – 194; კრწანისი – 165; ვაზისუბანი – 145; ვაკე – 96; დიდუბე – 58; ნუცუბიძე – 49; წყნეთი – 34; დიღომი – 25;