ბორჯომში "ახალი კავალერიის კორპუსს“ რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობაში მუზეუმთან ერთად, მცირე სახელოვნებო სივრცეები მოეწყობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე, პროექტის საჯარო განხილვა ადგილობრივ თვითმმართველობაში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწყო. "განხილვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პროექტით დაინტერესებული მოქალაქეები და "საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრები დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუზეუმში განთავსდება მისაღები, სუვენირებისა და წიგნების მაღაზია, პატარა კაფე, დროებითი საგამოფენო დარბაზი, საპრეზენტაციო...
წინა სტატია ფოთის თეატრის დირექტორის თენგიზ ხუხიას თქმით, თეატრის სარეაბილიტაციო პროექტში ხარვეზები გამოვლინდა, რამაც სამუშაოების ვადა, შესაძლოა, კიდევ გააჭიანუროს. მისივე ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განხორციელებისას პრობლემებს წააწყდა, რომელთა მოგვარებაც პროექტით გათვალისწინებული არ არის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ხუხიას თქმით, შეხვედრა თეატრის ხელმძღვანელობას, მშენებლებსა და მერიის წარმომადგენლებთან უკვე შედგა და აღნიშნული საკითხი განიხილეს. "თეატრის შენობაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პირველ რიგში...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტსა და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილემ ილია ვერძაძემ, "ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა და "Truth haunds-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პროექტ - “Tbilisi Shelter City-ს“ კოორდინატორმა სვიტლანა ვალკომ მოაწერეს ხელი. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია A კატეგორიის ტაქსებისთვის ქალაქში უფასო საპარკინგე ადგილებს დამატებით 14 მისამართზე, 34 ადგილზე მოაწყობს. კალაძის თქმით, საინიციატივო ჯგუფმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურთან ერთად იმუშავა და დამატებით 14 მისამართზე, 34 ადგილზე, საპარკინგე ადგილების გეგმა წარადგინა. მისივე განცხადებით, A კატეგორიის ტაქსებისთვის საერთო ჯამში 437 უფასო ადგილია გამოყოფილი. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის რეფორმის ფარგლებში, სიახლეები...
პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სტაბილური საარჩევნო პროცესი, შესაძლოა, დაძაბულობაში გადაიზარდოს. როგორც ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმართავენ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს, რადგან "ყველანაირი ნიშანია იმისათვის, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვა სწორედ ამ ადგილას მოხდეს“. "როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებამდე. 19 რიცხვში რამდენიმე საარჩევნო ოლქში გაიმართება საარჩევნო კენჭისყრა. გუშინდელ დღემდე,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება, ამასთან, შეიცვლება მოძრაობის სქემები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე მოძრაობის აკრძალვა დაგეგმილია ვარაზისხევის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, ვაკეში რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებში არსებული ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება. პირველ ეტაპზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მონაკვეთებზე. ასევე,...
წინა სტატია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, კომისიის წევრები უბნებიდან მობრუნებულ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებს ამოწმებენ. დაინტერესებულ პირებს, როგორც აღნიშნა, ამ პროცესზე დაკვირვების საშუალება აქვთ. მისივე განმარტებით, ოპოზიციას მიმდინარე ქმედებების მიმართ ინტერესი არ აქვს, არც არავინ შემოსულა მათგან და დაკვირვებია პროცესს. თუმცა სიები სწორედ მეტი სანდოობის და გამჭვირვალობის მიზნით მოაბრუნეს. მესხის თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ სინამდვილეში სამაგიდო სიები "თემად...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიის მიერ შესყიდული "MAN-ის" მარკის 40 ავტობუსი თბილისში ივნისის ბოლოს იქნება. რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, როგორც კალაძემ აღნიშნა, 220 "ISUZU-ს" მარკის ავტობუსი თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა. “იცით, რომ უკვე 90 ავტობუსი შევისყიდეთ, ნაწილი - 50 უკვე თბილისშია და ემსახურება მოსახლეობას. ხოლო დანარჩენი 40 ერთეული ივნისის ბოლომდე იქნება მოწოდებული და დაიწყებს ხაზებზე...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავროის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას 100 მილიონი ლარი მოხმარდება. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძალოვანი კაბელი და სასიგნალიზაციო-სავენტილაციო სისტემები განახლდება. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, “მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონი მოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავროის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მეტროს 2020-22 წლებში 40 ახალი ვაგონი დაემატება. მისი თქმით, მერია ვაგონებს 40 მილიონ ევროდ, ავსტრიული კომპანიისგან შეისყიდის. როგორც თბილისის მერმა თქვა,  მეტროს არსებული ვაგონები 1975 წელსაა გამოშვებული და რამდენიმე წელში ექსპლუატაციის ვადა გასდის. "სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს არ შემიძლია, არ შევეხო მეტროში არსებულ მდგომარეობას. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისთვის, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ....
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცახა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, შესაძლოა, მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს. მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება. როგორც კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება, რომ მოსახლეობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას. "ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებულია და საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. თვის ბოლოს...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა და მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია 'LF Consulting Engineers Austria GmbH-ი" მოამზადებს. "სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული....
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია და მათ გადამდები დაავადება აქვს. მისი თქმით, ხეების სანიტარული ჭრის პროცესი გაგრძელდება, დაავადებული ხეების ნაწილს კი ახალი მეთოდებით უმკურნალებენ. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას კახა კალაძემ მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა, ინფორმაციის წარდგენა, რა მდგომარეობასძ ამ მიმართულებით, როგორ ხდება სანიტარული ჭრები და რა იგეგმება ამ მიმართულებით. "მგონია, რომ ეს...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ ისარგებლონ. მისივე თქმით, ამ დრომდე რეფორმაში ტაქსების მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მათ ლიცენზიის აღების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეცვალეს. ამიერიდან კი მსგავსი კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ ღებვის, თეთრი ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერებით ისარგებლონ. "სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება...
სტატიის გაგრძელება თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანია "ნილს“, შესაძლოა, ხელშეკრულება გაუწყვიტოს. როგორც ელოშვილმა აღნიშნა, კომპანია ბაღებს პროდუქტს შესაბამის ვადებში ვერ აწვდის და თუ პრობლემა რამდენიმე დღეში არ აღმოიფხვრება, მას ჩაანაცვლებენ. "ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რის გამო ვერ განახორციელებს კომპანია "ნილი“ თავის მოვალეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის,...
არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)" სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ საარჩევნო პერიოდში მომხდარი ფაქტები. არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადებაში მოყვანილი აქვს "რუსთავი 2-ის“ მიერ 14 მაისს გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან“ გია დანელია თანამოსაუბრეს უყვება თბილისიდან ჩასულ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ თათბირზე გაცემულ ინსტრუქციაზე, რომ მოახლოებულ არჩევნებში მმართველი პარტიის გასამარჯვებლად საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ