თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიის მიერ შესყიდული “MAN-ის” მარკის 40 ავტობუსი თბილისში ივნისის ბოლოს იქნება. რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, როგორც კალაძემ აღნიშნა, 220 “ISUZU-ს” მარკის ავტობუსი თბილისში წლის ბოლოსთვის შემოვა.
“იცით, რომ უკვე 90 ავტობუსი შევისყიდეთ, ნაწილი – 50 უკვე თბილისშია და ემსახურება მოსახლეობას. ხოლო დანარჩენი 40 ერთეული ივნისის ბოლომდე იქნება მოწოდებული და დაიწყებს ხაზებზე მუშაობას. რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, 220 “ISUZU-ს” მარკის ავტობუსი წლის ბოლოსთვის შემოვა ქალაქში. ჩვენ გვინდა მთლიანად ყვითელი ავტობუსები, რომელიც უმძიმეს მდომარეობაშია, სწრაფად იყოს ჩანაცვლებული“, – განაცხადა კალაძემ.