აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტსა და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილემ ილია ვერძაძემ, “ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარჯანიშვილმა და “Truth haunds-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პროექტ – “Tbilisi Shelter City-ს“ კოორდინატორმა სვიტლანა ვალკომ მოაწერეს ხელი.
უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და ზემოთ აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პროექტის – “Batumi Shelter City-ს” ფარგლებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 6-პუნქტიანი დოკუმენტის მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის დემოკრატიული სტანდარტების, პრაქტიკის განვითარების, უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან, მათთვის რელოკაციის პროგრამის, სამედიცინო სერვისების, საგანმანათლებლო ტრენინგებისა და კომპეტენციის ასამაღლებელი კურსების შეთავაზებით“.