კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარს ცვლიან
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ძველი საფარი ახლით 2250 კვ/მ-ზე იცვლება.
"ტერიტორიაზე გზა რეაბილიტირდება, ბორდიურები წესრიგდება და სახლებამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის ახალი საფარი სრულად იგება. ამ დროისთვის, უკვე დასრულდა მიწის მოსამზადებელი სამუშაოები და დაიწყო ასფალტის დასხმა", - განმარტავენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისის რაიონის გამგეობამ გზის საფარი 20 მისამართზე მოაწესრიგა.
სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე სპორტული ინფრასტრუქტურისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ახალი სპორტული მოედნის მოწყობა გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკში მიმდინარეობს.
"920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტის იქნება. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური პანდუსი მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. ასევე, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა", - ამბობენ გამგეობაში.
ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედნის მოწყობისთვის სამგორის რაიონის...
სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციებს ცვლიან. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამჟამად სამუშაოები ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში მიმდინარეობს.
"წმინდა ბარბარეს N193-დან ნაკადულის ქუჩის პირველ გასასვლელამდე 650 გრძივი მეტრის სიგრძის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კონტრაქტორი ამხანაგობა "ენკა“ ახორციელებს. ქსელის მოწყობა თვის ბოლომდე დასრულდება", - განმარტავენ გამგეობაში.
აღნიშნული პროექტის გარდა, ამჟამად,...
"სამოქალაქო მოძრაობამ“ ქუთაისში, მუხნარის ტყეში, აქცია გამართა. მოძრაობის წევრები ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის გამო 150 ძირი, უნიკალური ჯიშის ხის მოჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, ნებართვაში ხეების მოჭრის მიზეზები განმარტებული არ არის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ვაპროტესტებთ ნებართვას, რომლითაც ხეების მოჭრა მიმდინარეობს. ეს ხეები უნიკალური ჯიშის არის და მისი მოჭრა არ შეიძლება. მეორეც, ნებართვაში არ არის განმარტება, რატომ არის აუცილებელი ხეების მოჭრა. ამასთან, ნებართვის...
დუშეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ლიეტუვას რესპუბლიკის ქალაქ პრიენაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში.
დუშეთის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და პრიენაის მუნიციპალიტეტის მერი ალვიდას ვაიცეკაუსკასი. მათ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მართვის პრაქტიკის, დაგეგმილი პროექტების...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები.
კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.
ასევე, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები:
ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით; ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორადი სტრუქტურული ერთეული შესყიდვების განყოფილების უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეული სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მერის წარმომადგენლის კომბინატის დასახლების მე-2 უბანში ვაკანსიაზე თანამშრომელთა ასაყვანად კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიის ცნობით, საჯარო სამსახურში თანამშრომლები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევენ: აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია; აუცილებელი საკანონმდებლო აქტების ცოდნა; გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; უმაღლესი განათლების გათვალისწინება;...
სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ.
გავრცელებულ ინფორმაციით, გულედანის წასვლის მიზეზი კერძო სექტორში საქმიანობის გაგრძელებაა.
"კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილსის საკრებულომ სამგორის რაიონის...
წინა სტატია
შპს "იბოლია", რომლის მფლობელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ორივე ტენდერი შერჩევა - შეფასების ეტაპზეა და პარლამენტარის კომპანია ორივეგან უკონკურენტოა.
წინადადებების მიღება აღნიშნულ ტენდერებზე 14-15 მაისს დასრულდა. ერთი მათგანის შესყიდვის ღირებულება 573 000 ლარი, მეორისა კი 465 000 ლარია. პირველ შემთხვევაში მერიას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის გზის ასფალტობეტონის საფარის სოფლის გასასვლელიდან...
გორის მერიამ ქვახვრელის, ზეღდულეთის და ხიდისთავის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
რაც შეეხება სოფელ ატენს, იქ რეაბილიტაცია უკვე არსებულ სპორტულ დარბაზს ჩაუტარდება. რისთვისას მუნიციპალური ბიუჯეტიდან 31 872 ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დარბაზს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
რაც შეეხება ქვახვრელის სპორტულ მოედანს, პროექტის ღირებულება 21 718 ლარია, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური საფარი შეიცვლება.
ზეღდულეთში და ხიდისთავში კი ღია ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედნები მოეწყობა.
ტენდერების საერთო...
წინა სტატია
გორის მერიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არბოში მდებარე ნიკო ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 257 030 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 31 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერია 257 030 ლარში მუზეუმის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის რეაბილიტაციას ითხოვს. სატენდერო პირობების მიხედვით კი, მიმწოდებელმა კომპანიამ, მუზეუმში ელქტრო - სამონტაჟო სამუშაოებიც უნდა შეასრულოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სკვერების, საბავშვო ბაღებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სოფლებში სპორტული მოედნები და დასასვენებელი ტერიტორიები “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოეწყობა, რისთვისაც მერიას მუნიციპალური ბიუჯეტიდან 145 560 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
სოფლების, სადაც სკვერების, საბავშო ბაღების ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება: ჯარიაშენში -...
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი ამბობს, დაპირისპირება 19 მაისის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატებისთვის მილოცვამ გამოიწვია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"სხდომის დაწყებამდე მივულოცე შუალედურ არჩევნებში გამარჯვება კანდიდატებს, რის შემდეგაც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბორის სოსელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებიას. მე მოვუწოდე მათ წესრიგისკენ. დაწყნარდნენ. სხდომა ჩავატარეთ ჩვეულებრივად, დავამტკიცეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული...
სტატიის გაგრძელება
ახალქალაქში, გოგაშენი–ვარძიის გზა, სადაც შვიდი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა არ გაწმენდილა. ტერიტორია გეოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეისწავლეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგიური დეპარტამენტის სპეციალისტებმა, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოთხოვნით 18 მაისს შეისწავლეს.
მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილის შალვა ბერძენიშვილის განმარტებით გოგაშენი–ვარძიის გზა აღდგენას ექვემდებარება.
„გაწმენდითი სამუშაოები დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, რადგან მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, გზის ზედა მხარეს კლდის ნაწილი და ლოდები დარჩა....
აჭარაში ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს "ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნება. სლოგანის მსგავსად "ზაფხული იწყება აქ“ უცვლელია ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე ჩატარდება. საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე კი ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიება დახვდებათ.
ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდებიდა დიჯეები იზრუნებენ. პლაჟზევე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციიო სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე არსებულ სანაგვე ურნებს მიწის ქვეშ ჩაიტანენ. მისი თქმით, მსგავსი პროექტი ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია განხორციელებული და საქართველოში პირველად ის ჭავჭავაძის ქუჩაზე საპილოტედ გაკეთდება.
"უახლოეს მომავალში ჩვენ ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით და ამ პროექტის ფარგლებში მინდა დავავალო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































