სამგორის გამგებელი კახაბერ გულედანი თანამდებობას ტოვებს

1361

სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი თანამდებობას ტოვებს.  ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ.

გავრცელებულ ინფორმაციით, გულედანის წასვლის მიზეზი კერძო სექტორში საქმიანობის გაგრძელებაა.

“კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში – ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილსის საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნას მხარი 2018 წელს დაუჭირა.