გორის მერიამ ქვახვრელის, ზეღდულეთის და ხიდისთავის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
რაც შეეხება სოფელ ატენს, იქ რეაბილიტაცია უკვე არსებულ სპორტულ დარბაზს ჩაუტარდება. რისთვისას მუნიციპალური ბიუჯეტიდან 31 872 ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დარბაზს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.
რაც შეეხება ქვახვრელის სპორტულ მოედანს, პროექტის ღირებულება 21 718 ლარია, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური საფარი შეიცვლება.
ზეღდულეთში და ხიდისთავში კი ღია ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედნები მოეწყობა.
ტენდერების საერთო ღირებულება 282 870 ლარია.