გორის მერიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არბოში მდებარე ნიკო ლომოურის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 257 030 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 31 მაისს დაიწყება და 3 ივნისს დასრულდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერია 257 030 ლარში მუზეუმის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის რეაბილიტაციას ითხოვს. სატენდერო პირობების მიხედვით კი, მიმწოდებელმა კომპანიამ, მუზეუმში ელქტრო – სამონტაჟო სამუშაოებიც უნდა შეასრულოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არბოში მუზეუმის აღდგენის შესახებ მიღებული დაპირების შესრულებას ითხოვდნენ.