გორის სოფლებში სკვერების, საბავშო ბაღების ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება

1350

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სკვერების, საბავშვო ბაღებისა და სპორტული მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სოფლებში სპორტული მოედნები და დასასვენებელი ტერიტორიები “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოეწყობა, რისთვისაც მერიას მუნიციპალური ბიუჯეტიდან 145 560 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

სოფლების, სადაც სკვერების, საბავშო ბაღების ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება:  ჯარიაშენში – საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, ფანჩატური; ახრისში – ატრაქციონები, ფანჩატური; კარალეთში – ატრაქციონები, სკამები; უფლისციხსეში – ატრაქციონები, ფანჩატურინაწრეტში – ტრენაჟორები;  ქვემო და ზემო ნიქოზში – სკვერები; პატარა ხურვალეთში – ატრაქციონები; სვენეთში – ატრაქციონები, სპორტული მოედნები;  შეთულში – ფანჩატური, ატრაქციონები;