განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში კახეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას, პირველად სწორედ აქ ჩაეყრება საფუძველი შედარებით ახალ სფეროს, ეს არის მზის ენერგეტიკა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. თურნავას განცხადებით, საგარეჯოს სოფელ უდაბნოში პირველად ​ხუთმეგავატიანი ელექტროსადგური აშენდება. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს...
სტატიის გაგრძელება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავას საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში  ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის, ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე".  ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული კონდომით პირჯვარს იწერდა. ნანა...
საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ. მამუკა ბახტაძე პარლამენტში "ევროპულმა საქართველომ“ საბანკო რეგულაციებზე, ხოლო დავით სერგეენკო "ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ დაიბარა. რაც შეეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ის საპარლამენტო ტრიბუნას "ნაციონალური მოძრაობის" მიწვევით დაიკავებს. ჟვანია 2018 წლის საპრეზიდენტო და 2019 წლის რიგგარეშე და შუალედურ...
თემქის ხევში საქალაქო პარკი მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თემქის ხევის კვლევის შედეგების წარადგენისას განაცხადა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა. გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა. მაია ბითაძის თქმით,...
თუშეთში, შესააძლოა, საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყოს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, პროექტს, სავარაუდოდ, კერძო კომპანია განახორციელებს, რომელიც ამ ეტაპზე დეტალების დასაზუსტებლად იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება აბანოს უღელტეხილზე განიხილება. “თუშეთში არის ძალიან საინტერესო შემოთავაზება საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს კერძო ინვესტიციაა, უკვე არსებობს კომპანია და სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კომპანიის დასახელებისგან თავს შევიკავებ,...
პროექტები ადგილობრივების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხორციელდება, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "კახეთის მაგალითზე მინდა გამოვყო თელავში აღდგენილი ბატონის სასახლე  და  მიმდებარედ მოწყობილი ინფრასტრუქტურა. ასევე, ამჟამად მიმდინარე უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობს და ჩვენი სამინისტრო ჩართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. მსგავსი მაგალითებია ბოდბეში, სადაც...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ასევე, ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცემერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოუწოდებს, რომ დაფინანსება მოიძიოს და ყველა ის პირობა შეასრულოს, რაც საინვესტიციო ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას ანაკლიის პროექტთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირველ რიგში, იმუშაოს იმაზე, რომ დაფინანსება მოიძიოს ამ პროექტისთვის, უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომელიც მათ ნაკისრი აქვთ საინვესტიციო...
კახეთი მდიდარია წიაღისეულით. მისი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მცირედით არის შესწავლილი - სულ 1,5 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, კახეთში მინერალური რესურსების მიმართულებით დიდი მარაგიარსებობს , - ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ფორუმზე ვრცლად ისაუბრა კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის...
არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მთელ სამთავრობო სტრუქტურებს ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, - ეს განცხადება ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ხაზარაძე განმარტავს, რომ ფოთის პორტის მშენებლობის საკითხი საფრთხეშია. "რაც შეეხება ანაკლის კონსორციუმის და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ, არაერთხელ გავქვს ნანახი მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები და ცოტა...
პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძისა და ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს. როგორც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, მას პარლამენტში ხვალ პრემიერთან ერთი კითხვა ექნება, როდის აპირებს გადადგომას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "მექნება ერთი კითხვა, როდის აპირებს გადადგომას. ამ ქვეყანაში ერთადერთია, რომელსაც საკუთარი თავი მოსწონს და ვერ მორჩა თვითტკბობას“, - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი....
წინა სტატია ბათუმის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი დაიწყო. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეაგდენს. ხოლო, მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი ბიუჯეტის წილი ეტაპობრივად გაიზრდება. "️ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია გადაწყვიტოს, რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა. მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების...
ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი არის რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს წლების განმავლობაში პრობლემური თემა  იყო კახეთისთვისაც და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად  გვაქვს გაზრდილი ინვესტიციები - ამის შესახებ  ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე "კახეთი 2019“  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ცქიტიშვილის თქმით, 2019 – 2020 წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით,...
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე "კახეთი 2019" საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კახეთის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ამასთან, ვიცეპრემიერმა პანელზე გამოსვლისას, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც კახეთის რეგიონში ხორციელდება და ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. "კახეთს აქვს უნიკალური შესაძლებლობები და იმისთვის, რომ ის სრულად გამოვიყენოთ, საჭიროა ამ შესაძლებლობების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. პირველ...
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შპს "ტაო” , რომელსაც ბუშის ქუჩის გამწვანება ევალებოდა, მერიამ გააძევა. მისი თქმით, უკვე ცნობილია ახალი კომპანია, რომელიც კონკრეტულ პროექტს აუცილებლად დაასრულებეს. თბილისის მერი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. "ხაბეიშვილი რაზეც საუბრობს, კომპანია „ტაოსა" და მერიას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომ მერიამ თანხები გაფლანგა, ეს არასწორი ინფორმაციაა. ამ ადამიანის ძირითადი მიმართულება არის ისაუბროს ტყუილზე. კომპანია...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თუ დავინახეთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც დაწყებულია და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციები, 8 მეტრის სიღრმეზე უნდა გამოიცვალოს. "ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დღეს დაიწყო....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ