თურნავა: კახეთში მინერალური რესურსების დიდი მარაგი არსებობს

4348

კახეთი მდიდარია წიაღისეულით. მისი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მცირედით არის შესწავლილი – სულ 1,5 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, კახეთში მინერალური რესურსების მიმართულებით დიდი მარაგიარსებობს , – ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ფორუმზე ვრცლად ისაუბრა კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია წიაღისეულის მოპოვების დარგს.

“კახეთში დიდი პოტენციალია საშენ მასალათა მიმართულებით – ეს არის თიხა-თაბაშირი, კერამიკული და სააგურე თიხები, ინერტული მასალები და ა.შ.“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, მთავრობა კახეთში წიაღისეულის მოპოვების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს. მიმდინარეობს საინვესტიციო წინადადებების დაპაკეტება და მოხდება მათი ინვესტორებისთვის შეთავაზება.

ვიცეპრემისერის მაია ცქიტიშვილის თქმით, კახეთში წყალმომარაგებისთვის 2019-2020 წლებში 47 მილიონამდე დაიხარჯება და კახეთის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ხოლო, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ინვესტორებს კახეთით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.