ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი
მაშინ, როცა ამ ქვეყანაში უამრავი ენერგია იხარჯება სოციალურ ქსელში გამართულ სრულიად არაფრისმომტან ბრძოლებში, ერთმანეთის ლანძღვაში პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო, ცალკეული ადამიანები, ინიციატორები, პატარა სათემო და ინტერესთა ჯუფები მთელ საქართველოში ფიქრობენ, შრომობენ, იბრძვიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის!
ამის მოწმე ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ გავხდი პანკისში, სოფელ ჯოყოლოში Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ...
თბილისის მერია უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება. კალაძის განცხადებით, შენობა-ნაგებობას, რომელსაც შეიძლება ამნისტია შეეხოს, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში, დაახლოებით, 600 ობიექტია, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.
"საკანონმდებლო პაკეტის...
წინა სტატია
გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი მეოთხედ გამოცხადდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 90 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა შეასრულოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 101 562 ლარია გათვალისწინებული.
წინადადებების მიღება 5 ივლისს მთავრდება. აღნიშნული საბავშო ბაღის ასაშენებლად ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა.
სადგურის ბაღი მშენებლობა 2017 წელს...
სტატიის გაგრძელება
გორის მერიამ წმინდა წყალზე მდებარე პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელის და შესასვლელი ჭიშკარის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება, 8 945 ლარია. პროექტი თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ევანგელისტურ- პროტესტანტულ ეკლესიას გორში აღნიშნული შენობა 2015 წელს გადაეცა.
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბახტაძის თქმით, სერგეენკო პრემიერის მრჩევლად გააგრძელებს მუშაობას.
რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ამ პოსტზე მამუკა ბახტაძემ ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა.
დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი 7 წლის განმავლობაში იყო. მისი გადადგომის თაობაზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა, მთავრობაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციითვე, შესაძლოა, თანამდებობა...
ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში 852 000 ლარი დაიხარჯება.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის სოფელ გიორგიწმინდაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სტადიონის შემოღობვა მიმდინარეობს. ასევე, მათივე ცნობით, სოფელ ფერსაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა ეწყობა, სამეურნეო დანიშნულების შენობა და საზოგადოებრივი საპირფარეშო შენდება.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ავტორი: ირმა სინაურიძე-მაყაშვილი
ბოლო დროს ჩვენი პრესა ფართო გზას აძლევს სოფლებიდან მოწერილ ამბებს, თუ ეს ამბები მათ ზრდა- განვითარებას ახასიათებენ. ქვეყნისთვის კარგია, სიკეთეში ერთმანეთს წავბაძავთ და ცუდში გავფრთხილდებით... „ივერია“ წერს, რომ საურთიერთო კრედიტის ჭიათურის საზოგადოებას მოქმედება უკვე დაუწყია... ბერლინში დაარსებულა სინდიკატი, რომელსაც მოუნდომებია, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთ შეუერთდეს. ამის შესახებ მიწერ-მოწერაა, თურმე, გამართული. ბერლინიდან ხალხიც ჩამოსულა და ჭიათურის...
მოხელის კარიერული განვითარება დახურული კონკურსის ნაცვლად, შიდა კონკურსის საფუძველზე განხორციელდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კონკურსის ჩატარება დაწესებულების მასშტაბით მოხდება.
პროექტით განისაზღვრება, რომ შიდა კონკურსის ჩატარების წესი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განისაზღვრება.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ბერაია და შალვა კიკნაველიძე არიან.
საჯარო მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო დაწესებულებას უფლებამოსილება ენიჭება, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი თავად გადაწყვიტოს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ დაწესებულებას უფლებამოსილება ენიჭება, აღნიშნულ შემთხვევებში მოხელისთვის თანამდებობრივი სარგოსა და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ და სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროგრამის დირექტორმა კარსტენ პოსემ ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტში ასახულია სამომავლო პროგრამის "კარგი მმართველობა სამხრეთ კავკასიაში“ შეფასების დასკვნა. დასკვნის თანახმად, პროექტი დაეფუძნება მიმდინარე რეგიონული პროგრამების გამოცდილებებსა და შედეგებს. ეს პროგრამებია - "ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“, "საჯარო ფინანსების...
სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას ვალე–თბილისის მატარებლის დაბრუნება, რომელიც, დაახლოებით, ორი ათეული წელია აღარ დადის აუხდენელ ოცნებად ექცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აგდილობრივების თქმით, მათთვის მატარებლით მგზავრობა გაცილებით უსაფრთხო და ხელსაყრელია. ვინაიდან დროის დაზოგვის კუთხით, მატარებელს ხელსაყრელი განრიგი ჰქონდა.
"აქედან მივდოდოდით საღამოს რვა საათზე და თბილისში დილით ვიყავით, გამოდის დღეს არ კარგავდი. თუ სტუდენტი იყავი უნივერსიტეტში მისვლასაც ასწრებდი, გასაყიდი თუ მიგქონდა დილის ვაჭრობაც შეგეძლო....
წინა სტატია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში, სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 49 749 ლარია. წყორძა ერთ–ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც იაპონიის საელჩოს ექვსი სოფლის გასარწყავიანების პროექტი უნდა განეხორციელებინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
წყორძაში სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფისათვის, ახალციხის მერიამ ტენდერი 14 ივნისს გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 ივნისია.
როგორც ახალციხის მერიაში ამბობენ, სოფელში, გასულ წლებში, ხელოვნური სარწყავი...
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი კახა დეკანაძე ადგილობრივ ხელისუფლებას დაბაში ე.წ ზებრა გადასასვლელების მოწყობას სთხოვს. მისი თქმით, ტერიტორიაზე რამდენიმე სახიფათო მონაკვეთია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა უახლოეს დღეებში მოეწყობა.
ქალაქი პარკირების პრობლემითა და არასაკმარისი ადგილებით. საინფორმაციო დაფების არარსებობა, მომატებული სატრანსპორტო ნაკადი და საცობები. ეს ზაფხულის სეზონზე ბათუმში მოძრავი მძღოლების პრობლემების ჩამონათვალია.
რატომ ვერ შეცვალა ქალაქის მერიამ წლების განმავლობაში არსებული რეალობა, ვრცლად ამის შესახებ იხილეთ "TV25-ის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
უკვე რამდენიმე დღეა გაზრდილი ტარიფით გადაადგილდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით. მძღოლებმა საფასური 1.5 ლარიდან 2 ლარამდე გაზარდეს. 50 თეთრით მგზავრობის საფასური გააძვირეს ქობულეთის სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მძღოლებმაც. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ბენზინზე მომატებული ფასებით ხსნიან.
მათ, ვისაც გაძვირებული ტარიფით მგზავრობის შესაძლებლობა არ აქცს, ქობულეთის მერია მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობას სთავაზობს. ასეთი კი, სულ სამია და ისიც ამორტიზებული.
როგორც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































