საჯარო მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო დაწესებულებას უფლებამოსილება ენიჭება, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი თავად გადაწყვიტოს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შესაბამისი ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ დაწესებულებას უფლებამოსილება ენიჭება, აღნიშნულ შემთხვევებში მოხელისთვის თანამდებობრივი სარგოსა და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხი თავად გადაწყვიტოს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ბერაია და შალვა კიკნაველიძე არიან.