გორის მერია პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას შემოღობავს

914

სტატიის გაგრძელება

გორის მერიამ წმინდა წყალზე მდებარე პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელის და შესასვლელი ჭიშკარის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება, 8 945 ლარია. პროექტი თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ევანგელისტურ- პროტესტანტულ ეკლესიას გორში აღნიშნული შენობა 2015 წელს გადაეცა.