სამომავლო გეგმებზე გორისა და ბიალისტოკის მუნიციპალიტეტების მერებმა პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრეს. როგორც მერიაში აცხადებენ, თანამშრომლობა ძირითადად მუნიციპალური ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და განათლების მიმართულებითაა დაგეგმილი. მათი ინფორმაციით, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილსა და ბიალისტოკის მერს თადეუშ ტრუსკოლასკს შორის დაიწყო მოლაპარაკებები გორისთვის მუნიციპალური ავტობუსების გადაცემის ფორმებზე. ამასთან, ვიზიტის დროს დაიგეგმა თანამშრომლობა ჩინეთთანაც. გორისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩუნზუოს მიერ ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ახალგაზრდებისა და სპორტსმენების...
გორის სოფელ ახალდაბის სკოლამდელ დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 10 დღით შეაჩერეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, მიზეზი ის სარემონტო სამუშაოები გახდა, რომელიც საბავშვო ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების შემდეგ დაიწყო. ასევე, სეს-მა სარემონტო სამუშაოების რეკომენდაცია გასცა გორის კიდევ 17 საბავშო ბაღში. 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გორის მერია ჯამში 35 285 ლარს დახარჯავს. "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები...
დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, გორში უფასო ჭრა-კერვის კურსები იწყება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სასწავლო კურსი სამკერვალო "ლიდერის" ბაზაზე გაკეთდება. სამკერვალოს ხელმძღვანელის, ნინო გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე, 60 ბენეფიციარი გადამზადდება. ბენეფიციარებს კურსის დასრულების შემდეგ კი, საშუალება ექნებათ მოიძინონ დამსაქმებლი ან თავად შექმნან მცირე საწარმო. “სწავლება მიმდინარებს სამი თვე, კვირაში ორი დღე დაეთმობა ჭრა-კერვის შესწავლას. პროექტი დაიწყო მარტში და პირველი ჯგუფის გადამზადება სრულდება...
გორის მუნიციპალიტეტის მერია ხურვალეთის რიტუალების სახლის სპორტულ დარბაზად გადაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ უწყებამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერია ითხოვს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ სოფლისთვის გამოყოფილი თანხიდან 31 042 ლარი სწორედ ამ მიზნით დაიხარჯოს. შესაბამისი სამუშაოებისთვის მერიას შემსრულებელი კომპანია უკვე შერჩეული ჰყავს - შპს "ქართლი" სამუშაოებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ მერია შესყიდვების სააგენტოსგან აღნიშნულ მოთხოვნაზე თანხმობას...
კომპანიას, რომელმაც სადგურის საბავშვო ბაღი ვერ ააშენა, გორის მერიამ საკალათბურთო მოედნის მოსაწყობად ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. საუბარია "ინშაათ საქართველო" (Inshaat Georgia) -ზე, რომელსაც 32 376 ლარად, როგორც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-2 და მე-3 კორპუსებს შორის საკალათბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოების შესრულება დაევალა. ინფორმაციისთვის, ეს ის უცხოური კომპანიაა, რომელთანაც პირობების შეუსრულებლობის გამო, გორის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა....
წინა სტატია ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობაზე "ლაივპრესის" ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, ნუგზარ გაბელიას კანდიდატურა განიხილება. ზუგდიდის ყოფილი გამგეობის ყოფილი თანამშრომლის მაია ღურწკაიას თქმით კი, ნუგზარ გაბელია არის ადამიანი, რომელიც "ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გადადგომის მოთხოვნით, 2013 წელს ხელმოწერებს აგროვებდა. ღურწკაია ირწმუნება, რომ შესაბამისი ხელმოწერებით პეტიცია ყოფილ გამგეობაშიც შევიდა, როცა თავად საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა. მაია ღურწკაია მიმართავს...
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი, შესაძლოა, ჩაკეტოს და მოქალაქეთა გადაადგილება ორმხრივად აკრძალოს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. დეფაქტო პრეზიდენტს შესაბამისი მოთხოვნით ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი დბარმა კოლეგების სახელით მიმართა. მან ამ მოთხოვნის მიზეზად საქართველოს პარლამენტში "ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადება დაასახელა, რომლითაც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს მიმართა: "ვხოცავდი თქვენიანებს, ვხოცავდი აფხაზეთში, ვხოცავდი და დავხოცავ“. დიმიტრი დბარი ასევე ე.წ....
სტატიის გაგრძელება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. საკრებულომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას უფლებამოსილების ვამადე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. გადაწყვეტილება საოლქო კომისიას გადაეგზავნება. გასაჩივრებისთვის მხარეს ერთთვიანი ვადა აქვს. გია უკლება ექვსი თვეა საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, ის ქვეყანაში არ იმყოფება. სხდომას ბოიკოტის გამო ოპოზიცია არ ესწრება.
სტატიის გაგრძელება მეტროსადგურ "ნაძალადევში“ ტექნიკურმა ხარვეზმა ვაგონში დაკვამლიანება გამოიწვია, მცირე ხნით შეფერხებული იყო მოძრაობაც. ამასთან, დაკვამლიანების გამო ერთ-ერთმა მგზავრმა გონება დაკარგა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მოძრავი შემადგენლობის ერთი ვაგონი გაუმართავი იყო. "აღნიშნულის გამო მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ...
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ამბულატორიების რეაბილიტაცია, ორ სოფელში კი მათი მშენებლობა გადაწყდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "წელს ბოლაჯურის, ლელოვნის, ჭეჭლის, მოხის, არლის, უდისა და ვარხნის ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დიდ სმადასა და მლაშეში კი აშენდება. პირველად სამედიცინო დახმარებაზე ხელმიუწვდომლობა მწვავე პრობლემა იყო. მომავალ წელს სხვა სოფლებშიც განვიხილავთ“, - ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილი. მისივე თქმით, 208 000...
სტატიის გაგრძელება სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ორ ვაკანტურ პოზიციაზე 23 განაცხადი შევიდა. დღეს, 26 ივნისს, აპარატში საჯარო მოხელეების შერჩევის მეორე ეტაპი, გასაუბრება დაიწყება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. რწმუნებულის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე 14 განაცხადი შევიდა, ხოლო რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის (საინჟინრო საქმე) პოზიციაზე - ცხრა. "კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან საკონკურსო კომისიასთან, რომელშიც ექვსი წევრია. გასაუბრების შემდეგ, კომისია მიიღებს კანდიდატის აყვანის...
აწყურში ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოიყოფა. სამუშაოები ორი წლის დაგვიანებით, 2024 წელს დასრულდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოებზე თანხის დამატებისა და ვადის გახანგრძლივების მიზეზი, პროექტში შესული ცვლილებებია, რომლის მიხედვით ტაძარი, თუნუქის სახურავის ნაცვლად, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადაიხურება. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ნაგებობის თაღოვანი კონსტრუქციების მოწყობა მიმდინარეობს....
წინა სტატია შემდეგი სტატია თბილისის მერია “აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18 წლამდე ზრდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის განაცხადა. მისივე თქმით, დღეისთვის, 2–დან 15 წლის ჩათვლით ბავშვებს, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უფინანსდებათ. “ჩვენ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწია ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელებაში იღებდნენ...
დედაქალაქში ორ მისამართზე წლების განმავლობაში მცხოვრებ და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოთხ ოჯახს მერია საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "იცით, რომ დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი და გასული წლიდან დღემდე, საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ეს ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ესენი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კონკრეტულ მისამართზე და გარკვეული...
დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, N12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალბულ 13 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია "არქიმედჰაუსი“ გადასცემს. "პირველ ეტაპზე ბინები იმ ადამიანებს...
პოპულარული ესპანური გამოცემა El Español საქართველოს შესახებ სტატიას სათაურით - "საქართველო, სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა“ აქვეყნებს. სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება  და მასში ავტორი თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნებისა და არქიტექტურის შესახებ საუბრობს. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე. სტატიის ავტორი ტურისტებს კულტურული ძეგლების, განსაკუთრებით კი - უფლისციხის უნიკალური არქიტექტურის დათვალიერებას ურჩევს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ