ბიალისტოკის მუნიციპალიტეტმა, შესაძლოა, გორს მუნიციპალური ავტობუსები გადასცეს

964

სამომავლო გეგმებზე გორისა და ბიალისტოკის მუნიციპალიტეტების მერებმა პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრეს. როგორც მერიაში აცხადებენ, თანამშრომლობა ძირითადად მუნიციპალური ტრანსპორტის, ნარჩენების მართვისა და განათლების მიმართულებითაა დაგეგმილი.

მათი ინფორმაციით, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილსა და ბიალისტოკის მერს თადეუშ ტრუსკოლასკს შორის დაიწყო მოლაპარაკებები გორისთვის მუნიციპალური ავტობუსების გადაცემის ფორმებზე.

ამასთან, ვიზიტის დროს დაიგეგმა თანამშრომლობა ჩინეთთანაც. გორისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩუნზუოს მიერ ერთობლივი პროექტები განხორციელდება.

ახალგაზრდებისა და სპორტსმენების გაცვლითი პროგრამების დეტალები განიხილეს ოჟიშისა და გორის მუნიციპალიტეტების მერებმა. პროექტი პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პარტნიორებს უკვე შეტანილი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტი ბიალისტოკთან 2013 წლიდანაა დამეგობრებული.